აგრობიზნესი, მისი რესურსული პოტენციალი და აგრობიზნესმენი

1347 Views Comment Off

ბიზნესის წარმართვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აგრობიზნესმენის ხელში იმყოფება მიწის, კაპიტალის, ფულადი და ადამიანური რესურსების გარკვეული, ზღვრული რაოდენობა, მარაგი.

რესურსების შეზღუდულობით გამოირჩევიან მომხმარებლებიც და მწარმოებლებიც. ამიტომ, მათ წინაშე ყოველთვის დგება ეკონომიკური არჩევანის პრობლემა, მუდმივად წარმოიქმნება ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა. 

ამდენად, ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია შეზღუდული რესურსების პირობებში სწორი არჩევანის გაკეთებაზე.
შეზღუდულ რესურსებთან ერთად, საბაზრო ეკონომიკის ერთერთი საფუძველია კონკურენციაა.

კონკურენციული გარემო ხდება მოტივატორი მომხმარებლების მიერ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.

ცნობილია კონკურენციის სამი შესაძლებელი ვარიანტი:

1. კონკურენცია და ფასები;

2. კონკურენცია, ხარისხი და სერვისი;

3. კონკურენცია და ინოვაციები.

კონკრეტული მოტივი ბიზნესმენებს აიძულებს ეძებონ ახალი, ინოვაციური მიდგომები პროდუქციისა და რეალიზაციის მიზნით, რათა გაზარდონ მოგება. ასე რომ, ინოვაციები მოგების ზრდის დამატებით ფაქტორად გვევლინება.

აგრობიზნესის პოტენციალის ქვეშ იგულისხმება რისიმე განხორიციელებისათვის საჭირო შესაძლებლობათა ერთობლიობა.

მეცნიერულ ლიტერატურაში გამოყოფენ:

1. ეკონომიკურ პოტენციალს, რომელშიც იგულისხმება საწარმოებში თავმოყრილი რესურსების: მიწის, წყლის, შრომითი რესურსები, კაპიტალი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, ბიოლოგიური აქტივები, ძირითადი და საბრუნავი საშუალებები.

2. რესურსული პოტენციალი, იგი რთული და მრავალმხრივია. მისი ერთი ნაწილი შედის ეკონომიკურ პოტენციალში, მეორე საწარმოო პოტენციალში, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული და გამოყენებული, რესურსულ პოტენციალს შეადგენს.

რესურსები მრავალი სახისაა და მათ ხუთ კატეგორიად ყოფენ:

1. ბუნებრივი რესურსები

ეს არის ის საფუძველი, რომელზედაც წარმოების პროცესია დაფუძნებული. აქ, უპირველეს ყოვლისა, შედის მიწა და სარწყავი წყლის მარაგები;

2. ბიოლოგიური რესურსები

მასში შედის მცენარეთა და ცხოველთა მთლი სამყარო, რომელიც, თავის მხრივ, მრავალ ჯგუფს, გვარს, სახეს და ჯიშს მოიცავს — უხვმოსავლიანი სახეები და მაღალპროდუქციული ჯიშები, მცენარეთა მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის შესაძლებლობები, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დანერგვის მიღწევის დონე, ქიმიურ საშუალებათა მარაგები, ბიოლოგიური მეთოდების და ბიოენერგიის გამომუშავების საშუალებებს და სხვა.

3. შრომითი რესურსები

სოფლის მეურნეობაში იგი წარმოების ძირითადი სამუშაო ძალის გამოყენების საშუალებას წარმოადგენს. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენადაა შესაძლებელი მასში მოსახლეობის აქტიური ნაწილის ჩართვა-გამოყენების შესაძლებლობა.

4. წარმოების საშუალებები 

ა) წარმოების ძირითადი საშუალებები

ეს არის შრომის საშუალებებიც და შრომის საგანიც. ანუ, მის ქვეშ იგულისხმება შეიარაღების ერთობლიობა, რომელიც რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მასში გაერთიანებულია შენობა-ნაგებობები, ძრავები, მოწყობილობები, დანადგარები, მრავალწლიანი ნარგავები, მუშა და პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი და ფუტკარი.

ბ) წარმოების საბრუნავი საშუალებები

ამ რესურსში გაერთიანებულია წარმოების შეწყვეტილი ციკლის უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებები, რომლებიც ერთი ციკლის განმავლობაში ახლად შექმნილი პროდუქციის გადასაცემად ღებულობს. მასში შედის ყველა
სახის ნედლეული, სამშენებლო მასალები, თესლი, სარგავი მასალა, ფურაჟი, საწვავ-საცხები, მინერალური და ორგანული სასუქები, შხამქიმიკატები, ზოოვეტერინალური მედიკამენტები და ა.შ.

5. საწარმოო პოტენციალი

იგი უფრო ფართო მცნებაა. მის ქვეშ იგულისხმება რთული სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია, რომელიც მოიცავს ეკონომიკური და რესურსული პოტენციალის საქონლისა და მომსახურების სფეროებში აქტიურად ჩაბმულ ნაწილს.

სოფლის მეურნეობაში რესურსული პოტენციალის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს მიწა, ხოლო ეკონომიკურის — მასზე გაწეული კაპიტალდაბანდებები, რაც ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას და შესაბამისად, პროდეუქციის სიუხვესაც. ორივე სახე ურთიერთდაკავშირებული რესურსების ერთობლიობად განიხილება, რომელთა გამოყენებითაც ვაღწევთ სამეურნეო შედეგს.

ზოგიერთი მეცნიერი რესურსულ და საწარმოო პოტენციალს აიგივებს. ჩვენ ასეთი გაგების მომხრე არ ვართ. ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ საწარმოო პოტენციალი შესაბამისი რესურსების ან ფაქტორების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლითაც მატერიალური წარმოებისათვის გააჩნიათ პოტენციური შესაძლებლობები.

რესურსი საწარმოო პოტენციალად იქცევა მაშინ, როდესაც მატერიალური დოვლათის წარმოების წყაროდ გახდება და პროდუქციის შექმნაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

ამდენად, აგრობიზნესის საწარმოო პოტენციალი არის ტექნოლოგიურად დაბალანსებული რესურსების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც კონკრეტულ დროსა და სირვცეში შესაძლებელია დიდი რაოდენობით მაღალხარისხოვანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება.

ძირითადად, განასხვავებენ ბუნებრივ, შრომით, ფულად, ძირითად და საბრუნავ საშუალებათა რესურსებს.

საწარმოო ძალების განვითარების დღევანდელ ეტაპზე ადამიანის მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ინტენსიურად გამოიყენება ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიცაა მიწა.

მისი ერთი ნაწილი სწორი ექსპლოატაციის პირობებში არ ცვდება და, შეიძლება ითქვას, ის გამოულეველია. ნაწილი კი, არასწორი გამოყენების გამო, თანდათან კლებულობს და გარკვეული პერიოდის, კერძოდ, კვლავწარმოების პროცესშიც კი ამოიწურება.

სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალი არის ტექნოლოგიურად დაბალანსებული რესურსების ერთობლიობა, რომლის საშუალებით, კონკრეტულ დროსა და სივრცეში შესაძლებელია დიდი რაოდენობით მაღალხარისხოვანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება.

საბაზრო ურთიერთობათა პირობებში, აგრობიზნესმენის მეწარმეობითი უნარი გამოიხატება რიგ თვისებებში, რომლებიც მას უნდა გააჩნდეს:

1. მან თავის თავზე უნდა აიღოს მიწის, კაპიტალისა და შრომითი რესურსების, საქონლისა და მომსახურების წარმოების ერთიან პროცესში შეერთების ინიციატივა. შეასრულებს რა კატალიზატორის როლს, იგი, ამავდროულად, უნდა გახდეს წარმოების მამოძრავებელი ძალა და შუამავალიც, გააერთიანოს საწარმოო რესურსები და წარმართოს იგი მომგებიანი საქმიანობისაკენ;

2. აგრობიზნესმენმა თავის თავზე უნდა აიღოს საქმიანობის პროცესში ძირითად გადაწყვეტილებათა მიღების ამოცანა და განსაზღვროს საწარმოს მიმართულება;

3. აგრობიზნესმენი ნოვატორიც უნდა იყოს, უნდა ცდილობდეს წარმოების გაფართოვების მიზნით, ბრუნვაში შეიტანოს ახალი პროდუქტები, ახალი ტექნოლოგიები და ბიზნესის ორგანიზაციის ახალი ფორმები;

4. აგრობიზნესმენი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც წინასწარ გააზრებულად შეარჩევს საქმიანობას ისე, რომ რისკის დონე არ აღემატებოდეს გონივრულობის ზღვარს.

აგრობიზნესში წარმოების საბოლოო შედეგზე ცალკეული რესურსის გავლენისა და დადგენისას განსაზოგადოებული მაჩვენებლის შერჩევას, რომელთანაც შეფარდებული უნდა იქნას ყველა ფაქტორი.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამ მიზნით იყენებენ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას.

დღეს მთავარი, მაინც, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრაა. აქ მთავარია მათი შეფასება თანამედროვე და პერსპექტიული სარგებლიანობის თვალსაზრისით.

მიწის, როგორც მთავარი ბუნებრივი რესურსული პოტენციალის შესწავლის დროს, აუცილებელია არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ფაქტორის გათვალისწინებაც. საჭიროა ხარისხობრივად განსხვავებული მიწების ეკონომიკური ნაყოფიერების დადგენა.

ავტორი: ჯონდო მახარაშვილი (ამონარიდი)

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB