John Deere-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრაქტორი Agritechnica 2025-ზე წარადგინა.
ამერიკელმა მწარმოებელმა John Deere, 2024 წელს 9RX სერიის მუხლუხოიანი ტრაქტორების განახლების შესახებ განაცხადა, სერია ოთხ მოდელს მოიცავს.
ამჟამად, 9RX ხაზი მოიცავს ექვს მოდელს: 490, 540, 590, 640, 710, 770 და 830.
მაღალი კლასის John Deere 9RX 830 2025 წლის აპრილში იქნა წარმოდგენილი. ეს მოდელი გამოიმუშავებს 913 ცხენის ძალის პიკურ სიმძლავრეს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძლიერად ტრაქტორად აქცევს.
ტრაქტორის ნომინალური სიმძლავრეა 830 ცხენის ძალა (610 კვტ). მას უზრუნველყოფს ტურბო დამტენიანი 18 ლიტრიანი დიზელის ძრავა, რომელიც შეესაბამება Final Tier 4 (FT4)/Stage V ემისიის სტანდარტს. ძრავა იყენებს გამონაბოლქვი აირების რეცირკულაციას (EGR) სითხის გამოყენების გარეშე (DEF).
მწარმოებლის თქმით, დამატებითი სიმძლავრე ფერმერებს, განსაკუთრებით ბორცვოვან ადგილებში, სწრაფად მუსაობისა და მეტი ტვირთი აწევის საშუალებას აძლევს. ტრაქტორის სიმძლავრე ასევე უზრუნველყოფს ნიადაგის მაღალი ხარისხის დამუშავებას, საჭირო სიღრმეზე ოპტიმალური სიჩქარით.
ტრაქტორის გაზრდილი სიმძლავრე საშუალებას იძლევა, რომ მას ჩაებას მაქსიმალურად ფართო სიგანის აგრეგატები, რითაც იზრდება ყოველდღიური პროდუქტიულობა. საბოლოო ჯამში, ეს საშუალებას აძლევს ფერმერებს დაიცვან ოპტიმალური თესვის ვადები.
„გაზრდილი ჰიდრავლიკური ნაკადი ზუსტი კონტროლის საშუალებას იძლევა და საჭის კონტროლის შენარჩუნებულია მაქსიმალური დატვირთვის დროსაც კი. გაუმჯობესებულია მინდორში მართვა და სწრაფი გადართვა ხელით ან ავტომატურ რეჟიმში, ახალი e21TM ტრანსმისიის წყალობით, რომელიც შექმნილია ამ ტრაქტორების გაზრდილი სიმძლავრის გასატარებლად. ორივე ეს ფაქტორი ხელს უწყობს თესვის საერთო პროდუქტიულობის ზრდას“, – დასძენს მწარმოებელი.
ფერმერის კომფორტს უზრუნველყოფს CommandView™ 4 Plus კაბინა შესანიშნავი ხილვადობით. კაბინაში წვდომა ახლა უფრო ადვილია 65-გრადუსიანი კუთხის დახრის მქონე კიბის მეშვეობით. კაბინის გაუმჯობესებული სამმხრივი საკიდარი და ოთხი ამორტიზატორი უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას თუნდაც უხეშ რელიეფზე.
9RX სერიის ტრაქტორებს აქვთ G5Plus დისპლეები გაფართოებული G5 პაკეტით, ინტეგრირებული StarFire™ 7500 მიმღებით, Autonomy Ready მხარდაჭერით და ზუსტი მეურნეობის სხვა ტექნოლოგიებით, რაც ამ მოდელებს John Deere-ის ხაზში ყველაზე ჭკვიანებად აქცევს. დატვირთვის ქვეშ საჭის უფრო მსუბუქ მართვას ActiveCommand Steering (ACS™) სისტემა უზრუნველყოფს.
John Deere 9X 830 მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე მძლავრი ტრაქტორია, არამედ ყველაზე ძვირადღირებულიც, მისი ღირებულება 1.2 მილიონი დოლარია.
წყარო: eldala.kz

