როგორ მოვიყვანოთ ლურჯი მოცვის ბარაქიანი მოსავალი?

ლურჯი, მოცვი, ბარაქა

აგროკომპანია ბარაქა გიზიარებთ ლურჯი მოცვის მოვლა-მოყვანის  შესახებ დაგროვებულ ცოდნა-გამოცდილებას და გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ მივიღოთ  ბარაქიანი მოსავალი.

მოიყვანოთ ლურჯი მოცვის უხვი და ბარაქიანი მოსავალი.

დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ლურჯი მოცვი განსაკუთრებით კარგად ხარობს ქვიშიან თიხნარში, სადაც (pH) საშუალო მაჩვენებელია 4.5, თუმცა მოცვის კულტურა ეგუება (pH) 3.8- 5.5-საც.  მოცვის უხვი მოსავლისთვის საჭიროა ნიადაგში შემდეგი  მიკრო და მაკრო ელემენტების საკმარისი რაოდენობა: აზოტი(N), ფოსფორი(P), კალიუმი(K), კალციუმი(Ca), ბორი(B), მაგნიუმი(Mg), გოგირდი(S), რკინა(Fe), მანგანუმი(Mn), სპილენძი(Cu), თუთია(Zn), მოლიბდენი(Mo).

ლურჯი მოცვის ფესვთა სისტემა განვითარებულია ზედაპირულად, ამიტომ მას სჭირდება კარგად დრენაჟირებული ნიადაგი. ნიადაგის ზედაპირიდან გრუნტის წყლის დონე უნდა იყოს მოცილებული 70-100 სმ-ით. უხვი ნალექის შემდეგ წყლის დონემ 25-30 სმ-ით უნდა დაიწიოს 24 სთ-ში, რადგან ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგზე დამდგარი წყალი იწვევს მცენარის დასტრესვას.

მანამ, სანამ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ საჭიროა რამდენიმე თანმიმდევრული ეტაპის გავლა, კერძოდ: ნიადაგის გასუფთავება ეკალბარდებისა და წინამორბედი ნარგაობებისგან; ჩიზელის გატარება 70-80 სმ. ან რიპერი 1-1.20 მეტრის სიღრმეზე, წყალგაუმტარი ფენების დაშლის მიზნით; ნიადაგის განოყიერება ( ნიადაგის ანალიზის საფუძველზე), მოხვნა 40 სმ სიღრმეზე. მოხვნის შემდეგ თუ დიდი ბელტის დაშლა ვერ მოხდა, აუცილებელია დისკის აგრეგატის გატარება; ნიადაგის მოსწორება; ფრეზი; აგეგვმა; ბაზო კვლევის გაკეთება; ირიგაციის მოწყობა; მულჩის გადაფარვა; დარგვა და საბოლოოდ, ახალდარგული ნერგის მორწყვა.

ადგილის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატს, ნიადაგსა და რელიეფს. ჯიშის შერჩევისას კი გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები როგორებიცაა: მოთხოვნა მოსვენების პერიოდი; ზრდის თავისებურებები; სიცოცხლისუნარიანობა; მოსავლიანობა; სიმწიფის პერიოდი; ნაყოფის ხარისხი; ნაყოფის გამძლეობა; მავნებელ-დაავადების წინააღმდეგ მდგრადობა; საბაზრო მოთხოვნები და სხვა.

ლურჯი მოცვის უხვი მოსავლისთვის ბარაქა მსოფლიო აგრობიზნესის წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის სასუქებსა და პესტიციდებს გთავაზობთ. ჩვენი გამოცდილი აგრო-კონსულტანტები კი მუდამ მზად არიან აგრარულ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარონ ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.

ეწვიეთ საიტს www.baraka.ge

თქვენი რეკლამა