მოსავლიანობის გასაზრდელად ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მცენარის კვების სწორი დაგეგმვაა, ამის მისაღწევად კი უმნიშნელოვანესი ნიადაგის ანალიზის სწორი და მიზნობრივი ჩატარებაა.
ნიადაგის ანალიზით სწორად ანგარიშდება გამოსაყენებელი სასუქების რაოდენობა და ტიპი, შედეგად ფერმერი თავიდან იცილებს სასუქების არასწორ, არამიზნობრივ და ხშირად ზედოზირებით გამოყენებას.
ნიადაგის ანალიზით ისაზღვრება ნიადაგის ყველა ხარისხობრივი მაჩვენებელი და მცენარის კვებისათვის აუცილებელი მაკრო, მიკრო და მეორე ჯგუფის მაკრო ელემენტები.
ნიადაგის ანალიზის ჩატარებისათვის შესაბამისი დროს წარმოადგენს გაზაფხული და გვიანი შემოდგომა-მოსავლის აღების შემდგომი პერიოდი. ეს პერიოდი მიიჩნევა ოპტიმალურად, რადგან მცენარის მიერ მოსავლის ფორმირებისას ნიადაგიდან გამოტანილი საკვები ელემენტების მარაგების შევსება სწორედ ამ პერიოდშია მიზანშეწონილი. დროული ანალიზი მნიშვნელოვანია, ნიადაგში შესატანი სასუქების განსაზღვირასთვის, მომავალი სეზონის ოპტიმალური კვების სქემის შედგენისა და მისი წინასწარი ბიუჯეტირებისთვის.
ნიადაგის ანალიზის ჩატარება პირველი ნაბიჯია მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ახლა კი ნიადაგის ანალიზის დროა, რომლის ყველაზე მრავალკომპონენტიან შედეგებს საქართველოში კომპანია კარტლისი გთავაზობთ.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
კომპანიის ვებ-გვერდი: http://www.cartlis.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.