როგორი უნდა იყოს ჟოლო თუ გვსურს მისი ექსპორტზე გატანა? კრებულში მოცემულია ჟოლოს ხარისხის მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მარკეტინგული სტანდარტებით.
წინამდებარე დოკუმენტში განხილულია ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარკეტინგული სტანდარტები, ასევე გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და კოდექს ალიმეტარიუსის სტანდარტები.
ზემოაღნიშნული სტანდარტები მომხმარებელს იცავს უხარისხო სურსათისგან, ხელს უწყობს მსოფლიოში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ამარტივებს ვაჭრობაში ჩართული პირების კომუნიკაციას მკაფიო და ჩამოყალიბებული მოთხოვნების/სტანდარტების საშუალებით.
დაკლიკეთ ფოტოზე (დაკომენტზე) და წაიკითხეთ