რა შეიძლება გამოიწვიოს ბორის დეფიციტმა მარწყვის კულტურაში?

ბორი, დეფიციტი, მარწყვი

მარწყვის კულტურაში ფერმერები დიდ ყურადღებას აქცევენ სასუქებში აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის მაღალ შემცველობას. თუმცა ამ სამი მაკროელემენტის გარდა მნიშვნელოვანია მიკროელემენტების გამოყენებაც. ერთ-ერთი ასეთია ბორი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება მარწყვის ყვავილობის პერიოდში. მაგალითისთვის, ბორი აუცილებელია მცენარის სრულფასოვანი ყვავილობისათვის; იგი აუმჯობესებს მტვრის მარცვლის პროდუქტიულობას; მონაწილეობს მცენარის უჯრედის კედლის წარმოქმნაში; ეხმარება ფესვებსა და კვირტებს განვითარებაში და ასევე, ნივთიერება ბორს ფოთოლზე წარმოქმნილი შაქრები გადააქვს ნაყოფში.

ბორის დეფიციტის ამოცნობა მცენარის დათვალიერებით არის შესაძლებელი, კერძოდ, თუკი ბორის ნაკლებობიდან გამომდინარე დამტვერვა სრულყოფილად არ მოხდა, ეს შემდეგში იწვევს დეფორმირებულ ნაყოფებს, მცირდება ფოტოსინთეზის ინტენსივობა და ახლადწარმოქმნილი ფოთლები არის ქლოროზული. აქედან გამომდინარე ნაყოფების სრულყოფილი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყვავილობის წინ მცენარის ფოთლოვანი გამოკვება ბორის შემცველი სასუქით.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ნაყოფების დეფორმირება შეიძლება გამოწვეული იყოს არამხოლოდ არასრულყოფილი დამტვერვით, არამედ ცუდი ამინდებიდან გამომდინარეც, რადგან ფუტკრები წვიმიან დღეებში ვერ ახდენენ ყვავილების დამტვერვას.  გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, მცირე და დეფორმირებული ზომის ნაყოფებს კალციუმის ნაკლებობაც იწვევს.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ მარწყვის დაზიანებული და დეფორმირებული ნაყოფები და მიიღოთ უხვი მოსავალი, აგროკომპანია ბარაქა გთავაზობთ მსოფლიო აგრობიზნესის წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის სასუქებსა და პესტიციდებს. გარდა ამისა, ბარაქას გამოცდილი აგრო-კონსულტანტები მუდამ მზად არიან, რომ ფერმერებს აგროსფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარონ.

მარწყვის კულტურაში საკვები ელემენტების ნაკლებებოსა და მავნებელ-დაავადებების ამოსაცნობად ეწვიეთ გვერდს: https://baraka.ge/crops-categories/marwyvi/

ბაღების დაფინანსება