ფერმერებს ხშირად უჩნდებათ კითხვები აგროპროდუქციაზე დატანილი აბრევიატურების შესახებ. სტატიაში კი გაეცნობით პესტიციდებზე დატანილი აბრევიატურების განმარტებებს და პრეპარატის თავისებურებებს:
EC Emulisifiable concentration – ეკ ემულსიის კონცენტრატი. მაგალითისათვის: რაიოკი (დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ); კოლოსალი (ტებუკონაზოლი 250 გ/ლ).
მათი ფორმულირებები ჩვეულებრივ შეიცავს ნავთობში ხსნად, თხევად აქტიურ ინგრედიენტს, ნავთობზე დაფუძნებულ გამხსნელს და ემულგატორს (შემრევ აგენტს).
✓ ჩვეულებრივ წყალთან შერევის შემდეგ იღებს თეთრ ფერს.
✓ ემულგატორი საშუალებას აძლევს გამხსნელის აქტიურ ინგრედიენტს ადვილად შეერიოს წყალს.
✓ გაფრთხილება. ემულსიის კონცენტრატის სახით არსებულ ინსექტიციდს თუ შევურევთ სხვა, არა EC ინსექტიციდს, შესაძლებელია ამ უკანასკნელის თვისებები დაქვეითდეს. ამის თავიდან ასარიდებლად, EC ინსექტიციდები შეურიეთ მხოლოდ EC ინსექტიციდებს.
SC Suspension Concentration – სკ სუსპენზიის კონცენტრატი. მაგალითისათვის: ტაბუ (იმიდაკლოპრიდი 500 გ/ლ); ბორეი ნეო (ალფა-ციპერმეტრინი125 გ/ლ + იმიდაკლოპრიდი 100 გ/ლ + კლოტიანიდინი 50 გ/ლ).
✓ იგი შედგება მყარი აქტიური ინგრედიენტისგან, რომელიც სითხეშია გაფანტული.
სუსპენზიის კონცენტრატების უპირატესობაა, მტვრად ქცევის რისკის არარსებობა და გამოყენების სიმარტივე.
✓ არ აქვს პრობლემა სხვა ფორმულირების ტიპის ინსექტიციდთან შერევის.
✓ გაფრთხილება. სამუშაო ხსნარის მომზადებას მეტი დრო სჭირდება, რათა კარგად გაიხსნას და არ დაილექოს ავზის ფსკერზე.
WP Wetteble Powder – სფ სველებადი ფხვნილი. მაგალითისათვის: კორფანატი (თიოფანატ-მეთილი 700 გ/კგ); ორდანი (სპილენძის ოქსიქლორიდი 689 გ/კგ + ციმოქსანილი 42 გ/კგ).
WP ფორმულირებები შეიძლება შედგებოდეს ერთზე მეტი აქტიური ინგრედიენტისგან, რომლებიც შერეულია ინერტულ ნივთიერებებთან, გამხსნელებთან და სხვა ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან.
✓ დამუშავებული მცენარეებისთვის ნაკლებად ფიტოტოქსიკურია და ნაკლებად აზიანებს მათ ზედაპირებს.
✓ გაფრთხილება. უმრავლეს შემთხვევებში ტოვებს თვალსაჩინო ნარჩენებს, ლექს მცენარის ზედაპირზე. WP-ს გამოყენებისას, დამატებითი ყურადღებაა საჭირო, რათა წამლობის ჩატარებისას არ მოხდეს სამუშაო ავზში მისი დალექვა.
WDG Water Dispersible Granules – წდგრ წყალში დისპერსირებადი გრანულები. მაგალითისათვის: მანგრიფი (მანკოცები 750 გ/კგ).
✓ WDG არის მყარი, არაგამტვერებადი მარცვლოვანი სტრუქტურის მქონე ფორმულაცია, რომელიც სწრაფად იშლება და იხსნება წყალში, რითაც მიიღება წვრილი ნაწილაკოვანი სუსპენზია.
✓ გაფრთხილება. სრულად დაშლას მეტი დრო სჭირდება, ამისათვის აუცილებელია კარგი მორევა სამუშაო ავზში, რადგან ის სწრაფად ილექება და შეიძლება გამოიწვიოს საფრქვევების გაჭედვაც.
WSP Water-Soluble Powders – წხფ წყალში ხსნადი ფხვნილი. მაგალითისათვის: მოსეტამი (აცეტამიპრიდი 200 გ/კგ); მასსაი (ტებუფენპირადი 200 გ/კგ).
WSP წააგავს WP-ს (სველებადი ფხვნილი) მაგრამ, მთლიანად იხსნება წყალში.
მარტივია მისი შენახვა, გამოყენება და ტრანსპორტირება. ადვილად იხსნება წყალში.
შედარებით ტოქსიკურია კანთან შეხებისას. წყალში გახსნისას, საჭიროა მხოლოდ ერთი მორევა.
არ არის აბრაზიული.
WSG or SG Soluble Granules – წხგრ ან ხგრ წყალში ხსნადი გრანულები ან ხსნადი გრანულები. მაგალითისათვის: პროკლეიმი (ემამექტინ ბენზოატი 50 გ/ლ)
მისი დამზადებისას, აქტიური ნივთიერება გახსნილია წყალში და ბიოდეგრადირებადი სახამებლის დამატებით იძენს გრანულებულ ფორმას. აქედან გამომდინარე, SG-ს წყალში გაზავებით მიიღება ნამდვილი წყალხსნარი და არა დისპერსია.
SL Soluble liquid – წხ წყალხსნარი. მაგალითისათვის: ტორნადო: (გლიფოსატის მჟავა 500 გ/ლ, იზოპროპილამინის მარილზე გადაანგარიშებით 675 გ/ლ)
შედარებით მარტივად გამოსაყენებელი და შესანახი. ადვილად ასარწყავი.
წყალში სრულად ხსნადი.
არ საჭიროებს ხანგრძლივ და განმეორებით მორევებს.
არა აბრაზიული.
WSC, WSL Water-Soluble Concentrates – წხკ წყალში ხსნადი კონცენტრატები.
შედარებით მარტივად გამოსაყენებელი და შესანახი.
ადვილად ასარწყავი.
წყალში სრულად ხსნადი.
არ საჭიროებს ხანგრძლივ და განმეორებით მორევებს.
არა აბრაზიული.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „იოტო აგრო“.
იოტო – ნაყოფიერი აგრობიზნესისთვის.
იოტო აგრო | www.iotoagro.ge | 0322 11 1717