ჯიღაურას ბაზას ქალი ფერმერები ესტუმრნენ

ჯიღაურას

ჯიღაურას ბაზას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქალი ფერმერები ესტუმრნენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას, აგროტურის ფარგლებში, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და ქალი ფერმერები ესტუმრნენ.

სტუმრებმა ბაზაზე არსებული ვაზის და ხეხილის კოლექცია დაათვალიერეს, ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

ჯიღაურას

„აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ორიენტირებულია განახორციელოს პროგრამები, რომლებიც ფერმერთა საჭიროებებზეა მორგებული. აგროტურში ჩართული იყვნენ მეწარმე ქალბატონები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ წარმოებას ეწევიან. აგროტურის მიზანი იყო, გავცნობდით იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც დანერგილია თანამედროვე ტიპის სამრეწველო ბაღებში და ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენი ადგილობრივი ფერმერების საჭიროებებზე“, – აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ.

ჯიღაურას

აგროტურის ფარგლებში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზის გარდა, ქალი ფერმერები, ჩაის გადამმუშვებელ საწარმოსა და კენკროვანი კულტურების სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.

თქვენი რეკლამა