კაპიტა – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

კაპიტა, ვაზის, ჯიში, ქართლი

კაპიტა წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინოს მისაღებად.

წარმოშობა: ქართლი

მიიღება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო, რომელიც ხასიათდება სიხალისითა და სისრულით, გამოხატული ჯიშური არომატითა და კარგი ალუბლისფერი შეფერვით. კაპიტა საშუალო ზრდისაა.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოდნავ წაგრძელებული ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია.

მტევანი ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი ან უფორმო, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, მოშავო-წითელი ფერის, რბილობი წვნიანი და ხორციანია.

სავეგეტაციო პერიოდი 160 დღეა. მტევნის წონა 160 – 200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17 – 23%-ს, მჟავიანობა 6.0 – 8.0 გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

თქვენი რეკლამა