ზრდასრული ხოხბის და ლაპის კვება, კვების ნორმები

ხოხობი. ხოხბის, კვება

ზრდასრული ხოხბის კვება

ზრდასრული ხოხბის შენახვის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პროდუქტიულობის პერიოდი (კვერცხდების, გამრავლების) და არაპროდუქტიული (მოსვენების).

გამრავლების პერიოდში, რომელიც ემთხვევა წლის გაზაფხულ-ზაფხულის თვეებს სანაშენე ფრინველს ვინახავთ ოჯახებად (ბუდეებად), რომელიც შედგება 3-4 დედლისა და 1 მამლისაგან.

ხოხბის ძირითად საკვებს მარცვლეული კომპონენტები შეადგენს. კომპონენტები უნდა იყოს მაღალხარისხოვანი. ულუფა დაბალანსებული უნდა იყოს ყველა საზრდო ნივთიერებებით. სრულფასოვანი კომბინირებული საკვები უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ 17% ნედლ პროტეინს, 3,8% კალციუმს და 0,8% ფოსფორს.

ზრდასრული ხოხბის მოთხოვნილება ენერგიაზე და საზრდო ნივთიერებებზე მოცემულია ცხრილში №1.

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_0099801

ხოხობი ბუნებრივ პირობებში გარდა მცენარეული საკვებისა იკვებება ცხოველური საკვებით (ხოჭოები, ჭიაყელა, სხვადასხვა მწერები და მატლები), რომლებიც შეიცავენ სრულფასოვან ცილებს, ე.ი. ყველა საჭირო ამინომჟავას. ამიტომ ხოხბის ხელოვნური კვების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ულუფის შედგენის დროს
ამინომჟავებს, რომელთა ნორმები მოცემულია ცხრილში №2.

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_0099802

საკვები ულუფის ვიტამინებით და მიკროელემენტებით დაბალანსების მიზნით, 1 ტონა კომბინირებულ საკვებს საჭიროა დამზადების დროს დაემატოს სინთეზური სინთეზური ვიტამინები და მიკროელემენტები იხ. ცხრილი №3

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_00998032

ულუფის შედგენის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკეული კომპონენეტების თანაფარდობა, მათი მინიმალური და ოპტიმალური დასაშვები ნორმები, რომელიც მოცემულია ცხრილში №4.

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_0099804

რაც უფრო მეტი კომპონენტი შედის ხოხბის ულუფაში, მით უფრო კარგად ჭამს ფრინველი მას. ამიტომ ულუფის შედგენის დროს მასში უნდა შევიტანოთ სხვადასხვა კომპონენეტები. საორიენტაციოდ მოგვყავს რამდენიმე ულუფა, რომელიც მოცემულია ცხრილში №5.

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_0099805

ზრდასრულ ხოხობს კვერცხდების პერიოდში ესაჭიროება 70-80 გრამი საკვები, ხოლო არაპროდუქტიულ პერიოდში 60-65 გრამი. თუ საკვებ ულუფას ვუმატებთ წვნიან საკვებს (სტაფილო, კარტოფილი, მწვანე მასა), მაშინ ეს საკვები უნდა მიეცეს საშუალოდ ერთ ფრთაზე 10-15 გრამის ოდენობით, ხოლო კომბინირებული საკვების რაოდენობა
უნდა შემცირდეს ერთ ფრთაზე პროდუქტიულ პერიოდში 65-70 გრამამდე, ხოლო არაპროდუქტიულ პერიოდში კი 50-60 გრამამდე.

საკვები უნდა მიეცეს ფრინველს დღეში ორჯერ დილით და საღამოთი. კომბინირებული საკვები მშრალად, ხოლო წვნიანი საკვები შუადღისით დაკეპილი.

მოზარდის კვება

სულხან-საბა ორბელიანის სიტყვათა კონაში განმარტებულია, რომ ხოხობთა, კაკაბთა, გნოლთა, შურთხთა, ჩახრუხთა და მისთანათა მართვეებს ლაპი ჰქვია.

ამრიგად ხოხბის მოზარდს 1-დან 180 დღემდე ასაკისას ლაპი ჰქვია. თუ ხოხბის ლაპებს ვჩეკავთ კრუხის ქვეშ, ლაპები სანამ გამოჩეკა სრულად არ დამთავრდება, კრუხის ქვეშ უნდა იყვნენ. ჩვეულებრივად გამოჩეკა 10-12 საათში მთავრდება და მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ გადმოგვყავს ისინი საბუდრიდან.

ხელოვნური ინკუბაციის დროს, ინკუბაციის დამთავრებისას მათ ამოვიყვანთ მუყაოს ყუთებში (თითო ყუთში არა უმეტეს 50 ცალისა) და ვათავსებთ სპეციალურ ოთახში, სადაც ვაჩერებთ 4-5 საათი და შემდეგ ვახარისხებთ. ჯანმრთელი და კონდიციური ლაპები გადაგვყავს გამოსაზრდელ საამქროში.

ლაპებს ახასიათებთ ზრდის მაღალი ინტენსივობა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება მათ კვებას. მათი მოთხოვნილება საზრდო ნივთიერებებზე და ენერგიაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით ვზრდით სახორცედ თუ სანაშენედ.

ლაპების მოთხოვნილება ენერგიაზე და საზრდო ნივთიერებებზე მოცემულია ცხრილში №6.

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_0099806

ხოხბის ლაპების ზრდა-განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს პროტეინის ამინომჟავური შედგენილობა, რომელთა მოთხოვნილება მოცემულია ცხრილში №7.

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_0099808

ლაპების საკვებს ულუფის ვიტამინებით და მიკროელემენტებით დაბალანსების მიზნით 1 ტონა კომბინირებულ საკვებს საჭიროა დამზადების დროს დაემატოს სინთეზური ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელთა დამატების ნორმები მოცემულია ცხრილში №8.

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_0099809

მოზარდისათვის ულუფის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ულუფის კომპონენტების თანაფარდობა.

პირველ პერიოდში ულუფაში შეტანილი უნდა იქნეს მეტი რაოდენობით სოიოს შროტი, ცხოველური საკვები და სიმინდი. საორიენტაციო სტქრუქტურა მოცემულია ცხრილში №9.

xoxbis_kveba_agrokavkaz_ge_00998011

პირველი ერთი კვირის განმავლობაში ლაპს სჭირდება დღეში 3-4 გრამი საკვები, ორი კვირის ასაკში – 7 გრამი, 3-დან 4 კვირამდე – 20 გრამი, 5-დან 9 კვირამდე -40 გრამი, 10 კვირიდან 15 კვირამდე – 55-60 გრამი, 16 კვირიდან კი საშუალოდ 70 გრამი. ლაპებს პირველი 1-2 კვირა საკვები დღეში 4-5-ჯერ უნდა მიეცეს მშრალად.

სასურველია 2 კვირიდან მოზარდს კომბინირებულ საკვებთან ერთად მიეცეს გახეხილი სტაფილო, კომბოსტო და წვრილად დაკეპილი მწვანე მასა. მოზარდს ყოველ 2-3 დღეში ერთხელ საკვებურები მთლიანად უნდა გაუსუფთავდეს, საწყურებელი კი – ყოველდღე. ცალკე საკვებურით უნდა დაედგას მინერალური საკვები და წვრილი გაცრილი ხრეში.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე /კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/.

იხილეთ აგრეთვე: კოლხური ხოხობი – მოშენების ცნობარი

თქვენი რეკლამა