მცხეთა-მთიანეთში ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის ღირებულება 6 მლნ ლარზე მეტია. სამუშაოების დამთავრების შედეგად, ასეულობით ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა.
მაგისტრალური არხის და ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის, ჯამში, 5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთები მონოლითური რკინა-ბეტონით მოპირკეთდება.
შეკეთდება და აღდგება აღნიშნულ მონაკვეთებზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
არსებული მილხიდები და საფეხმავლო გადასასვლელები ახლით შეიცვლება.
პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი.
ასეულობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
პროექტის ღირებულება 6 მლნ ლარზე მეტია.
სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება.
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.
წყარო: საქართველოს მელიორაცია