მებოსტნეობის თესლბრუნვის საორიენტაციო სქემები

მებოსტნეობა, თესლბრუნვა

თესლბრუნვები მებოსტნეობაში

აგრონომიული თვალსაზრისით სწორი თესლბრუნვა – ეს არის ნიადაგის დამუშავების სისტემების მეცნიერული გამოყენება ნათესი ფართობების მხედველობაში მიღებით, კულტურების მორიგეობის სწორად განლაგება და კომპლექსური სწორი ღონისძიებების გატარება, რაც, საბოლოოდ, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას უნდა ემსახურებოდეს.

დადგენილია, რომ მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია, მხოლოდ სხვადსხვა კულტურების სწორი ადგილმონაცვლეობით ანუ დროში მათი მორიგეობით, რაც საფუძველია მიწათმოქმედების ყველა სისტემების გამოყენებისას.

უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდა მოსაზრებები, რომ მინერალური სასუქების გამოყენების პირობებში, ქიმიური საშუალებების მცენარეთა დაცვის ფართო გამოყენებით ავადმყოფობებისა და მავნებლების საწინააღმდეგოდ, ჰერბიციდების გამოყენებით სარეველების წინააღმდეგ, მორწყვის წესების და მეთოდების თანამედროვე საშუალებების ფონზე, თითქოს შესაძლებელია თესლბრუნვის უგულებელყოფა, ანუ კულტურათა მორიგეობის გარეშე მიწათმოქმედების სისტემების დაცვა.

მრავალწლიანი ცდებისა და გამოცდების საფუძველზე, დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ თანამედროვე, ინტენსიური მიწათმოქმედების ფონზე, თესლბრუნვების აუცილებლობა დავას არ იწვევს.

თესლბრუნვების ძირითადი აგროტექნიკური დანიშნულებაა ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა და ამაღლება, ყოველი შემდგომი კულტურის მაღალი მოსავლის მისაღებად.

თესლბრუნვის მინდვრებზე, ყოველი როტაციის შემდეგ, ნიადაგის ნაყოფიერება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ კულტურის მოსავალი მაღალი იყოს წინა როტაციის მოსავალზე. ამის მიღწევა შესაძლებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარებით. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად ითვლება კულტურების მორიგეობა.

კულტურის უცვლელად მოყვანისას ერთ მინდორზე (მონოკულტურა) ბოსტნეულის მოსავლიანობა კლებულობს ნიადაგის საკვები ელემენტებით ცალმხრივი გამოფიტვის შედეგად, მასში ამ კულტურის მავნებლების და დაავადებების გამომწვევების დაგროვებით, სარეველების მატებით, მდგომარეობას არ შველის ყოველწლიურად სასუქების გაზრდილი დოზებით შეტანაც.

თესლბრუნვებში კარგ შედეგს იძლევა როტაციაში ერთ-ერთ მინდორზე მრავალწლიანი ბალახების, კერძოდ იონჯის ჩართვა. კარგად ჩამოყალიბებულ, მრავალწლიანი ბალახებით ჩართულ როტაციისას ნიადაგში გროვდება ორგანული ნივთიერებების და აზოტის დიდი რაოდენობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ სარწყავ პირობებში.

ამ დროს ბალახების ზრდისათვის კარგი პირობებია შექმნილი და თივის მაღალი მოსავალიც მიიღება. ამასთან, იონჯა არა მარტო ამდიდრებს ნიადაგს საკვები ელემენტებით, არამედ აუმჯობესებს მის სტრუქტურას და ნიადაგს იცავს დამლაშებისაგან გრუნტის წყლის დონის დაწევით.

ქვემოთ მოგვყავს მებოსტნეობის თესლბრუნვების საორიენტაციო სქემები:

სქემა 1

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული მებოსტნეობის პირველი ზონის პირველი და მეორე ქვეზონისათვის (აჭარის, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის დაბლობი ნაწილი).

ბოსტნეული

სქემა 2

იმ ფართობებზე, რომლებიც საჭიროებენ გაკულტურებას, როგორიცაა კოლხიდა და სხვა, მიზანშეწონილია ნათესბალახიანი თესლბრუნვის წარმოება.

ბოსტნეული

სქემა 3

როცა წამყვანი კულტურაა კომბოსტო, (მაგალითად სამტრედიის რაიონში).

ბოსტნეული

სქემა 4

როცა წამყვანი კულტურაა ხახვი (მაგალითად ვანის რაიონში).

ბოსტნეული

სქემა 5

აღმოსავლეთ საქართველოს მებოსტნეობის პირველი ზონის I ქვეზონისათვის (შიდა კახეთის დაბლობი).

საერთო თვალსაზრისით, თესლბრუნვის სქემამ კულტურათა მორიგეობით უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ყოველი კულტურა პოულობდეს უკეთეს პირობებს განვითარებისათვის. ამავე დროს, ამზადებდეს კარგ პირობებს მის შემდგომ მომავალი კულტურისათვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ თავიანთ მინდორს კომბოსტოს მცენარეები და ჯვაროსანთა ოჯახის ძირხვენები უნდა დაუბრუნდნენ სულ მცირე 3-4 წლის შემდეგ, ხოლო თავიანი ხახვი და ხახვნაირი მცენარეები – 4-5 წლის შემდეგ, რაც შეეხება სტაფილოს ის მორიგეობაში 3 წელში ერთხელ.

ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია ერთი კულტურის მოყვანა ერთ ადგილზე 2-3 წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ წინამორბედი კულტურა არ უნდა იყოს შემდგომი კულტურის ოჯახიდან, იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მცენარეების დაავადება ამ ოჯახისათვის დამახასიათებელი საერთო ავადმყოფობებით.

„ჩვენი სოფელი“

იხილეთ აგრეთვე: თესლბრუნვა, კულტურათა მონაცვლეობა, თესლბრუნვების კლასიფიკაცია

თქვენი რეკლამა