ძროხის ზოგიერთი თავისებურება

282 Views

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ცხოველის კეთილდღეობა – ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა გულიხმობს ცხოველის საკვებითა და წყლით უზრუნველყოფას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას.

კვლევები და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თუ ცხოველები ისევე ბუნებრივად და თავისუფლად გრძნობენ თავს სადგომში, როგორც საძოვარზე, უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ და მეტ რძეს იძლევიან.

ძროხების კომფორტი ეს არის მენეჯმენტის სისტემა, რომლის ამოცანაა თანამედროვე ფერმაში ცხოველების ჯანმრთელობის შენარჩუნება და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და პროდუქტიულობის გაზრდა.

ბუნებრივი ქცევა. ძროხის კომფორტის კრიტერიუმების დასადგენად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ იქცევა ის საძოვარზე. აუცილებელია, რომ სადგომის პირობები ბუნებრივთან მაქსიმალურად იყოს მიახლოებული. (იხ. ცხრილი 1).

ძროხა, ფერმა, საძოვარი

მარტოობის შიში. ძროხა ჯოგური ცხოველია და ჯგუფისგან განცალკევებისას სტრესს განიცდის. აღმოაჩინეს, რომ ბაგაში მარტო დარჩენილ ძროხის რძეში ლეიკოციტების რაოდენობა იზრდება.

ძროხა, ფერმა, საძოვარი

ხმაური. ძროხები უფრო მგრძნობიარენი არიან მკვეთრი ხმების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, მეტალის მეტალთან ხახუნი. წყვეტილი და უცნობი ხმები ცხოველებში სტრესს იწვევს.

კვლევების თანახმად, მობილური ტელეფონის ზარიც კი მნიშვნელოვნად აჩქარებს ხბოებში გულისცემას. ზომიერ ხმაზე მუდმივად ჩართული რადიო ძროხებს მოულოდნელი ხმაურის მშვიდად აღქმაში უწობს ხელს.

ძროხა, ფერმა, საძოვარი

მხედველობა. ძროხების მხედველობის არეალი ფართოა და 300-გრადუსიან კუთხეს მოიცავს. თუმცა, სამყაროს მოცულობითად დანახვა და მანძილის სწორად განსაზღვრა მხოლოდ პირდაპირ ყურებისას შეუძლიათ.

ძროხებს შეუძლიათ ასევე გაარჩიონ ფერებიც. ისინი ადამიანებს ტანსაცმლის ფერით ცნობენ. ამიტომ, თუ ძროხას მკურნალობთ და იცით, რომ მას ტკივილს მიაყენებთ, ჩვეულებრივი ტანსაცმლისგან განსხვავებული ფერის სამოსი ჩაიცვით.

ამავე მიზეზით, მკურნალობა უმჯობესია სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ჩატარდეს და არა – სადგომში ან საწველ დარბაზში.

ძროხა, ფერმა, საძოვარი

სივრცე/თავისუფლება. ძროხებს, ადამიანების მსგავსად, გააჩნიათ პირადი სივრცე. ცხოველი მძაფრად რეაგირებს, თუ ვინმე ან რამე არღვევს ამ სივრცის საზღვრებს. ამ ზონის ფართობი ცხოველის ხასიათზეა დამოკიდებული.

თვინიერ ძროხებს შედარებით ნაკლები სივრცე სჭირდებათ, ვიდრე მოუსვენრებს, ხოლო ახალგაზრდებს — მეტი, ვიდრე ხნიერებს.

სიცოცხლის განმავლობაში ძროხისთვის საჭირო პირადი სივრცე მცირდება, რადგან იგი ადამიანსა და გარემოს ეჩვევა. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად ძროხის „სტატუსიც“ მაღლდება.

ძროხა, ფერმა, საძოვარი

იერარქია. ყოველ ნახირს თავისი სოციალური იეარქია ახასიათებს. ჯგუფის წევრებს შორის დამოკიდებულება, ძირითადად, ერთმანეთის რქენაში, ურთიერთობაში ან იგნორირებაში გამოიხატება.

მოზარდები (უშობლები), რომლებიც ერთად არიან გაზრდილი, ცდილობენ ჯგუფურად იმოძრაონ და ერთმანეთის მიმართ ნაკლებად აგრესიული არიან. ჯგუფური ცხოვრების წესი მათ ქცევასა და ურთიერთობაზე აისახება.

მაღალი სიმჭიდროვე, როგორც წესი, ცხოველების ქცევაზე უარყოფითად აისახება. როგორც კვლევამ აჩვენა, ნახირში, სადაც კონკურენცია მაღალი იყო, ხოლო საკვები შეზღუდული რაოდენობით, „ლიდერები“ დაბალი „სტატუსის“ მქონე ძროხებთან შედარებით 23%-ით მეტ საკვებს ჭამდნენ.

ძროხა, ფერმა, საძოვარი

ყველა ნახირში არის დომინანტი ძროხა, რომელსაც „ლიდერს“ ეძახიან. ასეთი „ლიდერი“ შეიძლება რამდენიმეც იყოს. ეს ძროხები დანარჩენი ნახირისგან განსხვავებულად იქცევიან. ახალგაზრდა ძროხები, დეკეულები და ახალი ძროხები დაქვემდებარებულების როლში არიან, ხოლო „ლიდერებს“ შედარებით ძლიერი და უფროსი ძროხები წარმოადგენენ.

ძროხების მოვლა-შენახვის ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში შესაძლებელია მათთვის კომფორტული პირობების შექმნა, თუ ზემოხსენებულ თავისებურებებს გავითვალისწინებთ.

ძროხა, ფერმა, საძოვარი

რძის ინდუსტრიული წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და რძის ფერმის ეფექტიანი მართვა საქართველოში

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB