ბუკლეტი შედგენილია მოყვარული მებაღეებისთვის, მათთვის, ვისაც გააჩნია ეზო, სურვილი აქვს ეზიაროს ლანდშაფტის დიზაინის ხელოვნებას და შექმნას თავისი განუმეორებელი ლანდშაფტური სივრცე – ბაღი.
საკუთარი ბაღის შექმნის გამოცდილებამ შესაძლებელია მოგცეთ საშუალება დაეხმაროთ თქვენს ახლობლებს, მეზობლებს ან პოტენციურ დამკვეთებს.
წინამდებარე ბუკლეტში მოყვანილია ლანდშაფტური დაგეგმარების ძირითადი ცნებები და პრინციპები, აგრეთვე, მითითებულია ლიტერატურა, სადაც, დაინტერესების შემთხვევაში, უფრო საფუძვლიანად შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო თემებს.
ბაღის დაპროექტებისას გასათვალისწინებელია მზის ორიენტაცია, გაბატონებული ქარების მიმართულება, ნალექების რაოდენობა წლის განმავლობაში, ჰაერის ტენიანობა, კლიმატური პირობები, ეკოლოგიური ფაქტორები, რელიეფის თავისებურებანი და ა.შ.
დაკლიკეთ ფოტოზე (დაკომენტზე) და წაიკითხეთ