როგორ გავხადოთ გარემოსდაცვითი საქმიანობა მხიარული და საინტერესო

ბიოწარმოება, ეკოლოგია, ტრენინგი, ავტობუსი

როგორ გავხადოთ გარემოსდაცვითი საქმიანობა მხიარული და საინტერესო? კალიფორნიის ეკოლოგიის ცენტრმა გამოსავალი იპოვა და ახლა აშშ-ს გზებზე ფერადი, ბაღით და სამზარეულოთი აღჭურვილი ავტობუსი დადის.

გარემოსდამცველები ამ ავტობუსს Road Trip-ს (მოგზაურება გზებზე) ეძახიან.

პირველად, ის 2018 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა – მას შემდეგ რაც ადგილობრივ სკოლებში ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, მდგრადი განვითარების შესახებ გაკვეთილები შეწყდა, რომლებსაც გასული ათწლეულის განმავლობაში ეკოლოგიური ცენტრის თანამშრომლები ატარებდნენ.

„ჩვენ ვთვლიდით რომ, ავტობუსის გამოყენებით, შევძლებით მათთან დაკავშირებას ვისაც არ შეუძლია San Juan Capistrano-ში (სან – ხუან კაპისრანო) ჩვენი ოფისის ან Encinitasში (ენსინიტასი -კალიფორნიის შტატი) ჩვენს სასწავლო ფერმის მონახულება“ – თქვა ეკოლოგიური ცენტრის რეგიონალურმა დირექტორმა ჯონათან ზეიდმანმა Los Angeles Times– თან ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ავტობუსის გამოყენებით, ეკოლოგები ახალგაზრდების დაინტერესებას იმედოვნებდნენ და მათ ეს გამოუვიდათ.

ბიოწარმოება, ეკოლოგია, ტრენინგი, ავტობუსი

ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ, რომ შეგვიძლია ბუნებისგან, მისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით, უფრო მეტი მივიღოთ ვიდრე ეს კომფორტული ცხოვრებისთვის გვჭირდება, – აღნიშნა ცენტრის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ევან მარქსმა. – ეს შთაგვაგონებს მივიღოთ ახალი შემოქმედებითი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს ყველა ასაკის საზოგადოებას – განსაკუთრებით ორიენტირებულნი ვართ ბავშვებთან, ჩვენს მომავალ ლიდერებთან მუშაობაზე.

რა შეგიძლიათ იპოვოთ Road Trip-ზე?

პირველ სართულზე არის სამზარეულოს კუთხე, ნიჟარა, ქურა და თაროები, რომელიც სავსეა კონსერვირებული პარკოსნებით და სხვა პროდუქტებით. მცირე ზომის კვლები, რომლებშიც დარგულია სხვადასხვა სახის მწვანილი, შეგიძლიათ პირდაპირ ავტობუსის ფანჯრებიდან იხილოთ.

ბიოწარმოება, ეკოლოგია, ტრენინგი, ავტობუსი

მაღლა კედლების გასწვრივ ბაღია-ქოთნის მცენარეებით. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ნახონ სათესლე პაკეტები, შეიტყონ უფრო მეტი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის შესახებ.

ეკოლოგიის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ავტობუსით მოგზაურობენ, ინტერაქტიურ გაკვეთილებს ატარებენ, რომლებშიც ყველა ასაკის მსმენელს შეუძლია ისწავლოს საკვების (ხილის, ბოსნტნეულის, ბაღჩეულის და ა.შ) მოყვანა, რათა  ნაკლები თანხა დახარჯოს მის შეძენაზე.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მოსავლის შენახვის მეთოდებს და კომპოსტირების ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენებაც სახლში შეგიძლიათ.

სამზარეულოში ეკოლოგიის ცენტრის თანამშრომლები, მსმენელებისთვის ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენებით, ეკოლოგიურად სუფთა კერძებს ამზადებენ.

„გვსურს გაკვეთილების ჩატარება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ საკვები, ეფექტურად, გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებით, ნარჩენების გადამუშავებით და როგორ უნდა შევინახოთ პროდუქტები!“ და ეს ყველაფერი – ერთი ავტობუსის მასშტაბით, – თქვა ზეიდმანმა.

ბიოწარმოება, ეკოლოგია, ტრენინგი, ავტობუსი

Road Trip– მა კალიფორნიის უამრავ სკოლაში მრავალდღიანი ტურები გამართა, მათ შორის დაწყებითი სკოლებში. ამჟამად, იგი იღებს განაცხადებს გაკვეთილების ჩასატარებლად სხვადასხვა ქალაქისა და ორგანიზაციებისგან, მათ შორისაა რესტორნები, ფესტივალები, ფერმერთა ბაზრები, კოლეჯები და ა.შ.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ Road Trip შთააგონებს საზოგადოებას, განახორციელოს მარტივი გადაწყვეტილებები, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაში გარემოსდაცვით ვითარებაზე. ჩვენი სამუშაო ხაზს უსვამს ეკოლოგიურად კეთილგანწყობილი და მდგრადი ცხოვრების წესის სარგებლიანობას – ადამიანებისთვის უფრო ადვილია ამის გაცნობიერება, როდესაც მათ ესმით, როგორ და საიდან მოდის საკვები, როგორ იზრდება, ინახება და როგორ მზადდება. “- დასძინა ზეიდმანმა.

ჩვენთანაც შეუძლიათ ეკოლოგიით, ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებულ კომპანიებს, ჩამოაყალიბონ ორგანიზაცია და გააკეთონ მსგავსი ავტობუსი, რომელიც გამართავს ტურებს ბიოწარმოების და ეკოლოგიის მიმართულებით, თქვენ რას იტყვით?

თქვენი რეკლამა