„პოლონეთში ტურისტებისთვის ცხრატყავას 27 პლანტაცია გაიხსნა. პლანტაციაში ვიზიტის დროს მათ საშუალება ექნებათ შეაგროვონ და შეიძინონ უჩვეულო პროდუქტი“ – იუწყება sadyogrody.pl.
ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ნაკლებად ცნობილი კენკრის პოპულარიზაციას „ივნისი ცხრატყავას პლანტაციებში“ ეწოდება.
როგორც ინიციატივის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ცხრატყავა, გაზვიადების გარეშე, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ მურაბები, ჯემები, კომპოტები და მისი გამოყენება თითქმის შეუზღუდავად შეიძლება დესერტებში.
როგორც EastFruit იუწყება, ზოგიერთი შეფასების თანახმად, პოლონეთს ცხრატყავას ყველაზე დიდი ფართობები აქვს მსოფლიოში – დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი.
2021 წელს, ნერგებზე მოთხოვნა უკრაინაშიც ძალიან მაღალი იყო. კულტურა განსაკუთრებით პოპულარულია მცირე მებარეებსა და მოყვარულთა შორის. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ უკრაინაში ცხრატყავას წარმოების მოცულობა გაიზრდებოდა, რომ არა ომი, თუმცა ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ წარმოების ზრდა ისეთივე ამბიციური ყოფილიყო, როგორც პოლონეთში.
2020 წელს, კიევში, სუპერმარკეტების ცხრატყავას საცალო ფასმა 320 გრინვას / კგ-ს მიაღწია (12 დოლარი კგ). ყველაზე გემრიელი ჯიშების მეურნეობებში გასაყიდი ფასი 200 გრინვა/ კგ (7,5 აშშ დოლარი კგ) იყო.
ცხრატყავას გვარი (lonicera L.) მცენარეულ სამყაროში ფართოდ არის წარმოდგენილი და 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს.
ცხრატყავა 0,5-1,2 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, აქვს მოგრძო, ლურჯი ფერის მომჟავო-ტკბილი და ძალზე არომატული ნაყოფები. მწიფდება ივნისში.
საკვები ცხრატყავა (ლათ. Lonícera caeruléa) კარგად იზრდება საქართველოს მთისწინა ზონაში, განსაკუთრებით მდინარისპირა ჭალებში, მთის მდელოებზე, ტყისპირებში.
იხილეთ: ცხრატყავა – კენკროვანი კულტურა