სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად, სელექციური ცდები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფ. წილკნის ბაზის არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა.
ნიადაგი მომზადდა აგროტექნიკით გათვალისწინებულ ვადებში და ცდების თესვა დაიწყო 2023 წ. ის 14 ნოემბრიდან.
მუხუდოს სელექციურ ცდებში მ წელს დაკვირვებები წარმოებდა; მუხუდოს საკონკურსო ჯიშთა გამოცდის და სელექციური სანერგის ნათესებში.
მუხუდოს საკონკურსო ჯიშთა გამოცდაში იცდებოდა 14 ფორმა. დაკვირვებები წარმოებდა ყინვა გამძლეობაზე, გვალვა გამძლეობაზე, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობაზე. ჩატარდა ფენოლოგიური დაკვირვებები, აღირიცხა თითოეულ დანაყოფზე მოსავლიანობა და განისაზღვრა საშუალო საჰექტარო მოსავალი.
მცენარეებმა აღმოცენება დაიწყო 2024 წ ის 15 თებერვლიდან თითქმის ყველა ფორმა აღმოცენდა ერთდროულად. ზაფხული გამოირჩეოდა მაღალი ტემპერატურით და აგრეთვე გვალვების ხანგრძლიობით. აღნიშნული კლიმატური პირობები ხელსაყრელია მუხუდოს კულტურისათვის, დაავადება არ აღმოჩენილა არცერთ ფორმაზე, მცენარეთა ზრდა-განვითარება წარიმართა ნორმალურად. მიუხედავად მცენარეთა შედარებით მაღალი სიმაღლისა მცენარეები აღმოჩნდნენ ჩაწოლისადმი მედეგნი.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსავლიანობით სტანდარტს გადააჭარბა შვიდმა ფორმამ, სამი გაუტოლდა, ხოლო სამი კი ჩამორჩა.
მარცვლის მოსავლის მონაცემები მოტანილია ცხრილში # 1 (სამი განმეორების საშუალო).
მუხუდოს საკონკურსო ჯიშთა გამოცდის მარცვლის მოსავალი ცხრილი #1
მუხუდოს საკონტროლო სანერგეში დათესილი იქნა 18 ფორმა. მცენარეებმა გამოიზამთრა დაზიანების გარეშე, გვალვების დადგომასაც უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია მათ ზრდა-განვითარებაზე და შესაბამისად მიღებული იქნა მაღალხარისხიანი მოსავალი. მცენარეები აღირიცხა ბიომეტრიულად, განისაზღვრა მოსავალი და შეფასდა ხარისხობრივად. მოსავლის მიხედვით სტანდარტს გადააჭარბა ცხრა ფორმამ, მას ჩამორჩა შვიდი, ხოლო გაუტოლდა ერთი ფორმა.
დაკვირვება ხდებოდა წინა 2023 წელს გამორჩეულ მასალაზე. სათითაო მცენარიდან მიღებული მარცვალი დათესილი იქნა ცალკე ხაზების სახით.
განხორციელდა ინდივიდუალური გამორჩევა. ჩატარდა მათი სელექციური შეფასება, ხოლო წუნდების შემდეგ კი გამოირჩა საუკეთესო ნომრები, რომლებზედაც გრძელდება მუშაობა.
ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი
ს/მ დოქტორი პაშა ვაჩეიშვილი

