გამოფენა-გაყიდვა
აგრო სიახლეები

კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართა. თბილისში, დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელმა კოოპერატივებმა. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში […]

ხილი, გადამუშავება
აგრო სიახლეები

ბაღდათში ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „აგროლეინი“ შეიქმნა 2016 წელს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანასური დახმარების ხელშეწყობით. კომპანიაში „აგროლეინი“ ლურჯი მოცვის და ჟოლოს გადამუშავება ხორციელდება. კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვს […]

შვრია
აგრო სიახლეები

შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დარეგისტრირდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დაარეგისტრირა. აღნიშნული ჯიში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გამოიყვანეს. „არგო“  კულტურული შვრიის სახეობას (Avena sativa L.) წარმოადგენს, რომელიც სწრაფმზარდია და უხვი ამონაყარით […]

მინდვრის, დღე
აგრო სიახლეები

მარნეულში – „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ღონისძიებას „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ დაესწრო. „აგროსფეროს” და მისი პარტნიორი სათესლე მასალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის „საათბაუ” ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო კომპანიის „საათბაუ“ წარმოებული საშემოდგომო […]

ნუტრიმაქსი
აგრო სიახლეები

კომპანია „ნუტრიმაქსის“ – სტუდენტური კონკურსი აგრარულ უნივერსიტეტში

დასრულდა კომპანია „ნუტრიმაქსის“ სტუდენტური კონკურსის პროექტი აგრარულ უნივერსიტეტში. სტუდენტური კონკურსის განხორციელების მიზანი იყო: გამოევლინა აგრარულ და ბიზნეს სფეროში პოტენციურად წარმატებული სტუდენტები; წარმატებული სტუდენტებისთვის სტიმულის მიცემა და მათთან ერთად სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ […]

მეღვინეობა, შილდა
აგრო სიახლეები

„მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოების ოქროს მედლები პოლონეთში

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS 2017“, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა – „ქისი 2015“ (თეთრი მშრალი)  და „მუკუზანი 2015“ (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა. აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის […]

ელევატორები
აგრო სიახლეები

ელევატორები საქართველოში – გამოკვლევის ძირითადი შედეგები

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, ელევატორებში მომსახურება გაეწია 133 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 88 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1055 კაცით განისაზღვრა. ელევატორების საცავების საშუალო […]

თევზი, საკვები, კობრი
აგრომარკეტი

თევზის საკვები კობრისთვის – გროუერი – ქართული წარმოება

კობრის საკვები გროუერი – არის მზა კომბინირებული საკვები კობრისებრთა თევზების გამოსაკვებად, რომელიც შემუშავებულია კობრის გამოსაკვებად გამოზრდის ყველა სტადიაზე, ლიფსიტობიდან სასურსათო თევზის მიღებამდე. კობრის საკვებით დროის მოკლე პერიოდში საკვებზე ნაკლები დანახარჯით მიიღება მაქსიმალური შედეგები; კობრის საკვები […]

ტრანსცხიმი
აგრო სიახლეები

1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმის ნორმა განისაზღვრება

სურსათის ეროვნულ სააგენტოში სურსათის მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს გააცნეს „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის #262 დადგენილება, რომელიც 2017 წლის პირველ აგვისტოს შედის ძალაში. ახალი რეგულაციის მიხედვით, […]