![nutrimqx_agruni_37484849485735343303948475_339384745 ნუტრიმაქსი](https://agrokavkaz.ge/wp-content/uploads/2015/12/nutrimqx_agruni_37484849485735343303948475_339384745.jpg)
დასრულდა კომპანია „ნუტრიმაქსის“ სტუდენტური კონკურსის პროექტი აგრარულ უნივერსიტეტში.
სტუდენტური კონკურსის განხორციელების მიზანი იყო:
- გამოევლინა აგრარულ და ბიზნეს სფეროში პოტენციურად წარმატებული სტუდენტები;
- წარმატებული სტუდენტებისთვის სტიმულის მიცემა და მათთან ერთად სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების, ბიზნეს ადმინისტრირების და ვეტერინარიის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები.
კონკურსი მიმდინარეობდა 4 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით და მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება და სტუდენტების გადარჩევის ეტაპს;
- სტუდენტების მიერ ჯგუფური ქეისების განხილვის ეტაპს;
- სტუდენტების მიერ ვიზიტს ჩვენს ქარხანაში;
- სტუდენტების მიერ პრეზენტაციების წარდგენის ეტაპს;
- სტუდენტების დაჯილდოების ეტაპს;
კონკურსის გამარჯვებულს, თამარ კარბელაშვილს საჩუქრად გადაეცა 1000 ლარი, II ადგილზე გასულს, ნინო ბართიას – 500 ლარი, III ადგილზე გასულს, გიგა აკოფაშვილს და გიორგი ლობჟანიძეს კი – 300-300 ლარი.