ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

515 Views Comment Off

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP. სპილენძის, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის მარილებს. პექტინურ და მღებავ ნივთიერებებს.

ალუბლის ქერქში ნაპოვნია მთრიმლავი ნივთიერებები, ლიმონმჟავა და გლიკოზიდები. ფოთლებში ლიმონმჟავა, ამიგდალინი და კუმარინი.

ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებებისას, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

ვიტამინები აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. ფოლიუმმჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას, C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისაგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს.

ალუბლის წვენს აქვს მატონიზებელი და მსუბუქი შარდმდენი თვისება, სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი სმა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ალუბლის წვენი რეკომენდებულია კოლიტის, ყაბზობის, ბუასილისა და პოდაგრის დროს, შველის უმადობას.

ალუბალი აუმჯობესებს მადას და მნიშვნელოვან დიეტურ პროდუქტად გვევლინება. რკინის მნიშვნელოვანი შემცველობის გამო, ალუბლის ნაყოფს და მისგან დამზადებულ პროდუქტებს ურჩევენ სისხლნაკლულობის დროს.

ხალხურ მედიცინაში ალუბლის წვენს უნიშნავენ, როგორც ამოსახველებელს, ბრონქიტის, ტრაქეიტის, ძლიერი ხველის დროს, აგრეთვე როგორც ნაზ საფაღარათოს ქრონიკული შეკრულობის დროს.

ნაყოფის რბილობს და წვენს გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. ალუბლის რძიანი ნაყენი ართრიტების სამკურნალოდ გამოიყენება, ხოლო წყლიანი ნაყენი რეკომენდირებულია როგორც გამახალისებელი და სიცხის დამწევი გაციების დროს.

წყლიანი ნაყენი დამაწყნარებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებაა. ალუბლის ნაყოფის ნახარშს გააჩნია ძლიერი შარდმდენი თვისება, ამიტომ იხმარება თირკმლების დაავადების, თირკმელური წარმოშობის ჰიპერტონიის, პადაგრის დროს.

ალუბლის წვენი მიჩნეულია კარგ საშუალებად ნახველის ამოსაღებად, სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების დროს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ალუბლის ნაყოფის ყუნწები, როგორც ძლიერი შარდმდენი, ხანდახან კი მისი გამოყენება მიზანშეწონილია ჰიპერტონიული დაავადებების დროსაც. ყუნწებში არის ტანინები და სხვა ჯერ კიდევ არასაკმარისად შესწავლილი ნივთიერებები.

დადგენილია, რომ ალუბლის ნორჩი ტოტების ნახარში კოლიტის შემთხვევაში არის ფაღარათის შემკვრელი მოქმედების, ხოლო სხვა საშუალებებთან კომპლექსში კი ნაწლავების დაავადების დროს გამოიყენება.

ალუბლის კურკისაგან დამზადებული ნაყენი პადაგრიან და შარდკენჭოვან დაავადებულ ავადმყოფებს ენიშნებათ, როგორც შარდმდენი საშუალება, მაგრამ მისი მოხმარება ძალიან ფრთხილად არის საჭირო, რადგან კურკაში შედის მომწამვლელი გლიკოზიდი ამიგდალინი.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი
ავტორშემდგენლებიაფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები – ლიანა ჯიქია, რაისა ქარაია, ვანო პაპუნიძე, ვლადიმერ უგულავა, ტრისტან ჯობავა, ნონა მიქაია.

*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: ალუბალი — დარგვა, მოვლა, გასხვლა, ბაღის გაშენება და ჯიშები

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2323 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1273 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB