ბიოჰუმუსი (ჭიაყელების კომპოსტი) — შესატანი ნორმები, აგროკალენდარი

333 Views Comment Off

ბიოჰუმუსი ანუ ჭიაყელების კომპოსტი — არის ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელი. ორგანული ნივთიერებები ჭიაყელას კუჭში განიცდიან უფრო ძლიერ დაშლას და ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებს, იშლებიან ამინომჟავებად.

ორგანული ნივთიერებები ჭიაყელების ნაწლავებში მდიდრდებიან განსაკუთრებით სასარგებლო მიკროფლორით, ფერმენტებით, ვიტამინებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც ჩაგრავენ ავადმყოფობის გამომწვევ მიკროფლორას ამის შედეგად ორგანული მასა კარგავს სუნს, ხდება მათი გაუვნებლება.

ბიოჰუმუსის შესატანი ნორმები

ბიოჰუმუსი ეკონომიურად უნდა იქნას გამოყენებული, აქედან გამომდინარე, მისი შესატანი ნორმები ასეთია:

  • ზოგადადა ჩითილების დარგვისას ბუდნაში გრუნტს ემატება 1-2 პეშვი ბიოჰუმუსი;
  • პომიდვრის ჩითილების დარგვისას ბუდნაში ემატება 0,5 — 1 ლიტრი ბიოჰუმუსის ნაყენი;
  • კარტოფილს ყოველ ბუდნაში ემატება 0,5-1,0 ლიტრი ბიოჰუმუსი;
  • კიტრის ქვეშ უნდა გაკეთდეს ბიოჰუმუსის 1-2 სმ-იანი მულჩის ფენა;
  • მარწყვის ქვეშ ბიოჰუმუსის 1-2 სმ-იანი მულჩის ფენა;
  • ხეხილოვანი მცენარეების ქვეშ დამუშავების გარეშე ყოველწლიურად უნდა გაკეთდეს ბიოჰუმუსის მულჩის 2-3 სმ –იანი ფენა.

სხვადასხვა კულტურების ქვეშ ბიოჰუმუსის შესატანი ნორმები ასეთია:

  • ყვავილები 0,5-1,5 კგ/მ2-ზე;
  • ბოსტნეული 2 კგ-მდე მ2-ზე ან 150 გრ/გრძივ მეტრზე;
  • კენკროვნების ქვეშ 0,5-1,0 კგ ყოველი ბუჩქისათვის;
  • ხეხილოვანი კულტურების ქვეშ -2 კგ ყოველი მცენარის ძირში.

ბიოჰუმუსის წყლის ნაყენი

ბიოჰუმუსის წყლის ნაყენს იყენებენ თესლების დასალბობად, ჩითილების, ოთახის მცენარეების და ბოსტნეული კულტურების მოსარწყავად.

1 ჭიქა მშრალ ბიოჰუმუსს ურევენ 1 ვედრო წყალში, აყოვნებენ 1 დღე-ღამის განმავლობაში. წყალი იღებს ჩალისფერს. დარჩენილი ნალექი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოთახის ყვავილების გამოსაკვებად. მიღებული ნაყენით ალბობენ კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრის თესლს 12 საათის განმავლობაში.

მცენარეთა მოსარწყავად ნაყენს აზავებენ კიდევ ორ ნაწილი წყლით. ეფექტურია მცენარეთა შესხურება ბიოჰუმუსის ნაყენით, რომელსაც აწარმოებენ ნაყოფების დამსხვილების და მომავალი წლის საყვავილე კვირტების ჩასახვის ფაზაში (აგვისტოს დასაწყისში).

ხეხილოვან და კურკოვან კულტურებზე ბიოჰუმუსის ნაყენის შესხურებით, ნიადაგის ბიოჰუმუსით ვარჯის ქვეშ 1-2 სმ ფენით დამულჩვასთან ერთად, ნაყოფმსხმოიარობა ხდება რეგულარული. ყვავილოვანი კულტურების სამჯერადი შესხურება კვირა გამოშვებით აჩქარებს ყვავილობას 1-1,5 კვირით.

ბიოჰუმუსის გამოყენების აგრონომიული კალენდარი

ბიოჰუმესი

ჭიაყელები დიდ როლს ასრულებენ ნიადაგწარმოქმნის პროცესში, მისი სტრუქტურის და თვისებების გაუმჯობესებაში, ნაყოფიერი და უნაყოფო ფენების ერთმანეთში შერევაში. ნიადაგის პოტენციალური და ეფექტური ნაყოფიერების გადიდებაში, ჰუმუსისა და საკვები ელემენტების გადიდებაში.

ბიოჰუმუსი მიიღება ყოველგვარი ქიმიური დანამატების გამოყენების გარეშე, ამიტომ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა სასუქს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ფერმენტებს, ვიტამინებს, ანტიბიოტიკებს, მცენარეთა ზრდის სტიმულიატორებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ხელს უწყობს მცენარეთა ზრდა — განვითარებას და უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას.

ავტორები: ამირან თხელიძე; თეო ურუშაძე; ზაირა ტყებუჩავა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB