ცნობარი-ატმის დაცვის სქემა 100 ლ. წყალზე გაანგარიშებით

1628 Views

I წამლობა
პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს გაზაფხულზე. მცენარის მოსვენების მდგომარეობაში (ანუ კვირტის გაღვიძებამდე). ამ დროს 1,5 კონფიდორი ზეთოვანი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება.

II წამლობა
მეორე წამლობის ჩატარება საჭიროა კვირტების დაბერვისას, საფოთლე კვირტების გაშლის დასაწყისში. ამ პერიოდში ხდება სპილენძის შაბიამნის შესხურება. 3 კგ სპილენძის შაბიამანი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება.


III წამლობა
მესამე წამლობის ჩატარება ხდება ყვავილობის დაწყების წინ. კოკრების გავარდისფერებისას. ამ დროს 100 გრამი დელანი და 10 გრ კონპიდორ მაქსი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება.

IV წამლობა
მეოთხე წამლობა ხდება ყვავილების 75%-ის ჩამოცვენის შემდეგ. ამ დროს 20 გრ ხორუსი იხსნება 100 ლ წყალში და ხდება შესხურება.

V წამლობა
მეხუთე წამლობა უნდა ჩატარდეს 10-12 დღის შემდეგ მეოთხე წამლობიდან. ამ დროს 25 გრამი სკორი და და 45 გრ დეცის პროფი იხსნება 100 ლ წყალში და ხდება შესხურება.

VI წამლობა
მეექვსე წამლობა ტარდება 10-12 დღის შემდეგ მეხუთე წამლობიდან. ამ პერიოდში 1 კგ ბორდოს ნარევი და 50 გრ კარატე ეკ იხსნება 100 ლ წყალში და ხდება შესხურება.

VII წამლობა
მეშვიდე წამლობა ტარდება 10-12 დღის შემდეგ მეექვსე წამლობიდან. ამ დროს 150 გრ სვიჩი და 200 გრ ნურელ-დ იხსნება 100 ლ წყალში და ხდება შესხურება.

სარეველებთან ბრძოლა: ურაგანი ფორტე 150 გრამი იხსნება 100 ლ წყალში და ხდება უშუალოდ სარეველებზე შესხურება გაზაფხულზე ან ზაფხულში.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB