როგორ ყიდიან თივას ამერიკელი ფერმერები

თივა, გაყიდვა, ფერმერი

ამერიკელი ფერმერები ჯოი ფრესკეზი (Joey Fresquez) და ორლანდო კასტილიო (Orlando Castillo) – თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, არამარტო საკუთარ თივას ყიდიან, არამედ დამატებით შემოსავლებსაც იღებენ.

თივის მყიდველის ძიებაში, მომხმარებლის მოზიდვის იდეა გაჩნდა და შეიქმნა ინტერნეტ – რესურსი HayFinders.com, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თივის მწარმოებლებს და მომხმარებელს (ფერმებს, კომპანიებს, კერძო ფერმერებს და ა.შ).

იდეა წარმატებული აღმოჩნდა, სულ რაღაც ერთ თვეში, ამოიღეს საიტის შექმნისა და პოპულარაზაციისთვის გაწეული ხარჯები, პლატფორმაში გაერთიანდა რამოდენიმე ასეული აბონენტი (მყიდველი-გამყიდველი) აშშ-ს სხვადასხვა შტატიდან.

რაოდენობა მუდმივად მზარდია.

HayFinders აბონენტისგან იღებს თვეში 13 დოლარს (წელიწადში 156 დოლარს), ამ ფასში შეიძლება განთავსდეს განცხადება – თივის სახეობის, რაოდენობის, ადგილმდებარეობის და ფასის შესახებ.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ფერმერები სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ. ამ მიმართულებით გარკვეული ძვრები საქართველოშიც შეინიშნება.

თქვენი რეკლამა