მეკალმახეობის სექტორის პირველი ფორუმი-საქართველოში

444 Views Comment Off

დღეს, 2015 წლის 4 დეკემბერს, ქუთაისში გაიმართება მეკალმახეობის სექტორის პირველი ფორუმი. ფორუმს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, სექტორის საჭირბოროტო საკითხების განხილვის და სამომავლო სტრატეგიის დასახვით თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე, არათუ მეკალმახეობის, არამედ ზოგადად მეთევზეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებაც კი შეუძლებელია, აღარაფერს ვამბობთ ტექნოლოგიურ სიახლეებზე და მეწარმეთა განათლებაზე.

დღეს დაგეგმილი ფორუმის მიზანი ორგანიზატორთა განცხადებით,სექტორის  ჩართულ და სხვა ადინტერესებულ პირთა შეკრებაა, რათა განხილულ იქნასქვემოთ მოცემულსაკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები:

  • მეკალმახე-ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი ინტეგრაცია კალმახის ღირებულებათა ჯაჭვში და ფერმერებისა და ბიზნეს-სუბიექტების ერთმანეთთან დაკავშირება
  •  სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესება
  • ახალი საექსპორტო ბაზრების (და პროდუქტების) იდენტიფიცირება
  •  კალმახის საკვების იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობები

ფორუმის მსვლელობისას, დამსწრე საზოგადოებასსაკუთარ მოსაზრებებს და შეხედულებებს გაუზიარებენსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ფორუმი არის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მეორე ღონისძიებაა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, რომელიც იმართება CARE International-თან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა (RDA) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით.

ფორუმი იმართება ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების ფონდისა და CARE International-ის დახმარებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB