ნუ დაელოდებით ცხელი ზაფხულის დადგომას – გამართე სარწყავი სისტემა დღეს

სარწყავი

თუ გაქვთ გაშენებული ბაღი ან ახლა აპირებთ გაშენებას, სარწყავი სისტემის დროული პროექტირება და მონტაჟი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წარმატებული და ნაყოფიერი აგრო ბიზნესისათვის.

ნუ დაელოდებით ცხელი ზაფხულის დადგომას და ნუ დადებთ თქვენი მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას სასწორზე. გახსოვდეთ მცენარის დროული რწყვა და გამოკვება განაპირობებს ერთგვაროვან და უხვ მოსავალს.

სარწყავი

*1 ფოტოზე გამოსახულია კაკლის ნაყოფი, რომელიც განიცდის წყლის დეფიციტს ვეგეტაციის იმ ფაზაში როდესაც ხდება ნაყოფის დამსხვილება-შევსება.

*2 ფოტოზე კი ნაჩვენებია უკვე კაკლის გული, რომლის გამოსავლიანობა 40%-ით ნაკლები იყო, სწორედ ნაყოფის შევსების დროს წყლის დეფიციტით გამოწვეული სტრესული პირობებიდან გამომდინარე.

თუ გაინტერესებთ უკვე მოქმედი სარწყავი სისტემის ექსპლუატაციის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მისი რეპროექტირება, ეს საქმე აუცილებლად პროფესიონალთა ჯგუფს უნდა ვანდოთ, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, ნაყოფიერი და ჯანსაღი მოსავლის მიღებაში სწორად გამართულ სარწყავ სისტემას გადამწყვეტი როლი აქვს. 

კომპანია „ჰიდროვეი“ გთავაზობთ არსებული სარწყავი სისტემის რეპროექტირებისა და რეინჟინერიის სერვისს, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურ აგრო და ჰიდრო ინჟინრულ კვლევებსა და მეცნიერულ მიდგომებზე. „ჰიდროვეი“ ორიენტირებულია სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკურ ეფექტურობასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე, რაც გულისხმობს კულტურის ფესვთა სისტემისათვის წყლისა და საკვები ნივთიერებების ერთგვაროვან მიწოდებას. დაიმახსოვრეთ, რომ მცენარის თანაბარი რწყვა და გამოკვება განაპირობებს ერთგვაროვან და უხვ მოსავალს. ჩვენი გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ არსებული სარწყავი სისტემების შესწავლა, რეპროექტირება და რეკომენდაციები თქვენი რაიონის აგროკლიმატური პირობების, ნიადაგის ტენტევადობისა და მცენარის წყალმოთხოვნილების გათვალისწინებით.

კონსულტაცია უფასოა, დაგვიკავშირდით +995544444041 | hydroway.ge | ჰიდროვეი – წყლის გზა მცენარემდე

თქვენი რეკლამა