მდელოს ტიმოთელა

166 Views

მდელოს ტიმოთელა – (Phleum pzatense L) – ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბალახია, მისი 100 კგ თივა შეიცავს 3,1 კგ მონელებად ცილას, 7,2 % პროტეინს.

ის დიდი რაოდენობით იძლევა თივას, როგორც სუფთა, ისე სამყურასთან ნარევად თესვისას.

ახასიათებს უხვად დატოტვილი ფუნჯა ფესვთა სისტემა. 100 სმ სიმაღლის ღერო. ყვავილედი საგველა-თაველი. მომრგვალო – ოვალური, პრიალა წვრილი თესლი, 1000 თესლის მასა 0,4-0,5 გ.

სითბოს მოყვარულია. თესლი ღივდება 1-20ტემპერატურაზე. ოპტიმალური ტემპერატურაა 15-200.

ტიმოთელას ბუჩქს ფუძესთან გააჩნია თავისებური გამსხვილება ბოლქვის მაგვარი, რომელშიც საკვების მარაგია ლოკალიზებული. ერთ ბუჩქზე ყლორტების რიცხვი მერყეობს 6-დან 280-მდე.

ბარტყობს გაზაფხულზე და ზაფხულ-შემოდგომაზე. თითოეული ნაბარტყი გენერაციული ორგანოების ფორმირების შემდეგ იღუპება, როგორც წესი ცოცხლობს ერთ წელიწადს. ამიტომ მისი მოთიბვა 4 სმ-ზე უფრო დაბლა არ შეიძლება.

ბალახი, საკვები, ტიმოთელა

ტენის მოყვარული მცენარეა. ერთი ცენტნერი თივის მიღებისას ნიადაგიდან გამოაქვს 1,3-1,4 აზოტი; 0,6-0,8 ფოსფორი და 1,9-2,0 კალიუმი, ხოლო ერთი ცენტნერი თესლის და შესაბამისად მიწის ზედა მასის ფორმირებისათვის 22,5 კგ N, 6,3 – P2O5 და 25,6 K2O.

თესლბრუნვაში ყველაზე ხშირად სამყურასთან ნარევში თესავენ. სუფთად თესვისას სათესი ნორმაა 8-10 კგ/ჰა ნარევში 4-6 კგ/ჰა. აღება ხდება კომბაინით.

ს.მ მეცნიერებათა დოქტორი თინათინ დარსაველიძე

იხილეთ აგრეთვე: სუდანურა (სუდანის ბალახი), მისი სამეურნეო მნიშვნელობა და აგროტექნიკა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB