მეფუტკრეობაში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატები ევროკავშირში

მეფუტკრეობა, ანტიბიოტიკები

ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისათვის, დაუშვებელია თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლების მიერ, ევროკავშირში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება.

კერძოდ: „ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და მათი კლასიფიკაცია მაქსიმალურ დასაშვებ ზღვართან დაკავშირებით” 2009 წლის 22 დეკემბრის ევროსაბჭოს რეგულაცია EC 37/2010 შესაბამისად, აკრძალული ნივთიერებებია: 

1. Aristolochia ssp და მისგან დამზადებული პრეპარატები – Aristolochia spp. and preparations thereof
2. ქლორამფენიკოლი – Chloramphenicol (ლევომიცეტინი)
3. ქლოროფორმი – Chloroform
4. ქლორპრომაზინი – Chlorpromazine (ამინაზინი)
5. კოლხიცინი – Colchicine (კოლხიკუმი)
6. დაპზონი – Dapsone
7. დიმეტრიდაზოლი – Dimetridazole
8. მეტრონიდაზოლი – Metronidazole
9. ნიტროფურანების ჯგუფი Nitrofurans – ფურალტადონი, ფურაზოლიდონი, ნიფუროქსაზიდი, ნიფურსოლი, ნიტროფურანი, ნიტროფურანტოინი, ფურადონინი, ნიტრფურათიაზიდი, ნიტროფურაზინი, ფურაცილინი, ნიტრომიდაზოლი.
10. რონიდაზოლი – lished Ronidazole

სურსათის ეროვნული სააგენტო

თქვენი რეკლამა