ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები საქართველოში

საქართველოში, ვაზის, ღვინის, სტუდენტები

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და  ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას  ეცნობიან.

სტუდენტებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ უმასპინძლა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ტურის ფარგლებში, მაგისტრანტები ეწვევიან ქართლს, კახეთს, სადაც გაეცნობიან ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინოებს.

საქართველოში, ვაზის, ღვინის, სტუდენტები

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან.

საქართველოში, ვაზის, ღვინის, სტუდენტები

OIV-ის ღვინის მენეჯმენტის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, საქართველოში ვიზიტი, მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით, რადგან ჯგუფის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.

საქართველოში, ვაზის, ღვინის, სტუდენტები

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში, სავიზიტო ქვეყნების სიაში საქართველო  2016 წლიდან ჩართო.

თქვენი რეკლამა