მწყერი – სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები

მწყერი

მწყრის პროდუქტიულობის სამრეწველო წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობა ბევრადაა დამოკიდებული მისი კვების სწორ ორგანიზაციაზე.

მწყერისათვის გამოყენებული საკვებნარევი უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ კომპონენტს, უნდა იყოს სრულფასოვანი, აკმაყოფილებდეს მწყრის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს და ხელს უწყობდეს გენეტიკური პოტენციალის სრულ გამოვლენას.

მოზარდის ინტესიური ზრდა და დედლის მაღალი მეკვერცხული პროდუქტიულობა ვლინდება ისეთი საკვები ულუფით უზრუნველყოფისას, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო და აუცილებელ საზრდო ნოვთიერებებს და ვიტამინებს.

გარეული მწყრის საკვების შესწავლამ აჩვენა, რომ მის მიერ მიღებული საკვების 48% ცხოველური წარმოშობისაა (მწერების, ჭიაყელების სახით). მწყრის კვების ნორმები სტანდარტების შესბამისად არ არის დადგენილი, მაგრამ მკვლევარების აზრით მისი კვების ორგანიზაცია ისე უნდა მოეწყოს, როგორც ინდაურისა და ქათმის.

რაც შეეხება მწყრის მოთხოვნილებას პროტეინოვან საზრდოობაზე, ამაზე სხვადასხვა მეცნიერებს არაერთნაირი შეხედულება გააჩნიათ. მათ მიერ მოწოდებული რეკომენდაციები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

ცხრილში 1. მოცემულია მწყრის მოთხოვნილება ნედლ პროტეინზე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ცხრილი 1.mwyeris_kveba_0001_agrokavkza_ge_81ბიოლოგიური მოთხოვნილება პროტეინზე განისაზღვრება ამინომჟავებით, განსაკუთრებულ მოთხოვნილებას მწყერი უყენებს შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია მიეწოდოს ფრინველს საკვებთან ერთად (ცხრილი 2.).
როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, საშუალოდ 100 გრამი კომბინირებული საკვები 1-დან 30 დღის ასაკის მწყრისათვის უნდა შეიცავდეს 24-27% ნედლ პროტეინს, 30-45 დღის ასაკისათვის 17-27%-ს, ხოლო ზრდასრული ფრინველისათვის კი 21-25% პროტეინს. ცხრილი 2.

mwyeris_kveba_0002_agrokavkza_ge_82

ცხრილი 3.

mwyeris_kveba_0003_agrokavkza_ge_83მწყრის მოთხოვნილება მიმოცვლის ენერგიაზე და საზრდო ნივთიერებებზე მოცემულია 3-ე ცხრილში.

მწყრის – გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საზრდო ნივთიერებებისა, როგორც ჯანმრთელობა, ასევე პროდუქტიულობა დიდადაა დამოკიდებული საკვებ ულუფაში მინერალური ნივთიერებებით სრულ დაბალანსებაზე (ცხრილი 4.).

mwyeris_kveba_0004_agrokavkza_ge_84ასევე აუცილებელია კონტროლო გაეწიოს მწყრის ულუფის ვიტამინებით უზრუნველყოფის საკითხებს. ვ. იულსონის თანახმად ვიტამინზე მოთხოვნილებასა და ულუფის ენერგეტიკულ ღირებულებას შორის პირდაპირი კავშირია, ანუ რაც მეტია ულუფის კალორიულობა, მით მეტი ვიტამინია საჭირო. ვიტამინის მოთხოვნილებაზე გავლენა აქვს პროტეინის დონესა და ხარისხს.

ვიტამინების ნაკლებობა მოზარდში იწვევს გახდომას, ზრდაში ჩამორჩენას, ინფექციის მიმართ მდგრადობის დაქვეითებას და სიკვდილიანობის მაღალ კოეფიციენტს, კვერცხის განაყოფიერებისა და გამოჩეკის უნარის დაქვეითებას.

ვიტამინოვანი საზრდოობის ნორმირებისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ანტაგონისტური და სინერგიული ურთიერთგავლენა ცალკეულ ვიტამინებს, აგრეთვე ვიტამინებისა და საკვებნარევის მაკრო და მიკროელემენტებს
შორის. მაგ. A და D ვიტამინს, კალციუმს, ფოსფორს, და D ვიტამინის, E ვიტამინსა და სელენს შორის და ა.შ.
ულუფის ნორმირების დროს მხედველობაში მიიღება უჯრედანის შემცველობა.

მართალია მისი კვებითი ღირებულება მაღალი არ არის, მაგრამ იგი ხელს უწყობს საკვების მონელებას და აღიზიანებს რა ნაწლავის კედლებს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას.

საკვების ენერგეტიკული დონის ასამაღლებლად მწყრის ულუფაში გამოიყენება საკვები ცხიმი 1-4 დღის ასაკის წიწილისათვის 3%-მდე, ხოლო სახორცე სუქებისას შეიძლება ცხიმის რაოდენობა გაიზარდოს 5%-მდე.

მწყრის ულუფის ენერგია ძირითადად ბალანსირდება მარცვლოვანი საკვებით, როგორიცაა სიმინდი, ქერი, შვრია და ფეტვი. ცხრილი 5.

mwyeris_kveba_0005_agrokavkza_ge_85ნედლი პროტეინის შემცველობა ბალანსირდება შროტით, კოპტონით, ცხოველური წარმოშობის საკვებით – თევზისა და ძვალხორცის ფქვილით, რძის ფხვნილით. მინერალური ნივთიერებათა ძირითადი წყაროა სუფრის მარილი, ცარცი, კირქვა, ძვლისა და ნიჟარის ფქვილი, ხოლო მწყრის უზრუნველყოფა ვიტამინებით განპირობებულია საკვებნარევში ბალახის ფქვილის ჩართვით. მწყრის სრულფასოვანი კომბინირებული საკვების საორიენტაციო სტრუქტურა მოცემულია 5-ე ცხრილში.

მწყრის საკვებად იაპონიაში გამოიყენება შემდეგი საკვებნარევი: ყუათიანობის მიხედვით 50% თევზის ანარჩენს უმატებენ 50% ბრინჯს.

მსხვილ მემწყერეობის ფერმაში მწყრის საკვებად გამოიყენება სრულულუფოვანი კომბინირებული საკვები, რომლის სამაგალითო ნიმუში მოცემულია 6-ე ცხრილში.mwyeris_kveba_0006_agrokavkza_ge_86

კომბინირებული საკვები მწყრისათვის შეიძლება დამზადდეს შემდეგი სტრუქტურითაც – %:

ხორბალი – 14,5; ყვითელი სიმინდი – 30; ფეტვი – 15,7; მშრალი მოხდილი რძე – 4;  ძვალხორცის ფქვილი – 12; თევზის ფქვილი – 12; მშრალი საფუარი – 6; ბალახის ფქვილი- 3; ნიჟარა – 2; სუფრის მარილი – 0,3; მინერალური დანამატი – 0,5.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე /კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/.

თქვენი რეკლამა