მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივა დავით გარეჯში

197 Views Comment Off

თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის აღნიშნული ტენდენცია დღის წესრიგში აყენებს საერთოდ სოფლის მეურნეობის, და კერძოდ, მეცხვარეობის დარგის შესაბამისი დონით განვითარებას, რათა ფიზიოლოგიურ ნორმებთან შესატყვისობით მოხდეს ადამიანის სასურსათო პროდუქტებით, განსაკუთრებით ცილებით მდიდარი მეცხოველეობის პროდუქტებით (ხორცი, რძე, კვერცხი და სხვა) დაკმაყოფილება.

ამჟამად მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ძლიერ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნილებაა ეკოლოგიურად საიმედო ,,ორგანული” პროდუქციისადმი, რომელიც არ შეიცავს რაიმე, ჯანმრთელობისათვის მავნე ნაერთებს, ამიტომ მომხმარებლის მიერ მისი მიღება უსაფრთხოა.

დღევანდელ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სახეობრივად, ასორტიმენტებით, მოცულობითა და განსაკუთრებით ხარისხით, საშუალებას არ იძლევა, მსოფლიოს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტებით გასვლისათვის, რაც სამომავლოდ ნაწილობრივ მაინც უნდა მოგვარდეს.

ამისათვის საჭიროა საქართველოში  სოფლის მეურნეობისადმი, განსაკუთრებით კი, ახლანდელი გადასახედიდან პრიორიტეტული დარგების გამოყოფა და მათი განვითარებისადმი კონცეპტუალურად გააზრებული, მიდგომების გამოყენება, ამ დარგში საჭირო ასიგნინების ჩადებით და გამოყოფილი დაფინანსების კატეგორიულად დანიშნელებისამებრ ხარჯვით.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოკლედ დავახასიათოდ ქვეყანაში მეცხვარეობის განვითარების ისტორიული და ბოლო დროინდელი ტენდენციები. ცხვარს ისტორიულ საქართველოში მოაშენებდნენ არა მარტო როგორც საკულტო ცხოველს, არამედ სამეურნეო-საწარმოო სარგებლიანობის გათვალისწინებით, რადგანაც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად მეცხოველეობისა და მეცხვარეობის განვითარება საშუალებას იძლლევა საქართველოს მთისა და ბარის სპეციალური ბუნებრივ-საწარმოო პირობების გამოყენებისა და სიმბიოზური განვითარებისათვის, რამაც ჩვენში დასაბამი მისცა მომთაბარე მეცხვარეობის განვითარებას, რასაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი პირვანდელი მნიშვნელობა.

საქართველოში ცხვრის სულადობის ორ სეზონიანი შენახვა განაპირობა ზამთრისა და საზაფხულო საძოვრების საჭირო ფართობების (შესაბამისად: 321 ათასი და 1,2 მლნ ჰექტარი) არსებობამ და მათი მეცხვარეობის ქვეშ გამოყენების აუცილებლობამ.

საქრთველოში 1916-1990 წლებში ცხვრის სულადობა 1,8-2,2 მლნ-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 1990-იანი წლების შემდეგ მოხდა ცხვრის სულადობის კატასტროფულად შემცირება, ცხვრისათვის საკვები ბაზისა და მოვლა-შენახვის პირობების მოუთმენლად დაქვეითებითა და პროდუქტიულობის შემცირებით, წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამავდროულად გაუარესებით. ყოველივე ეს გამოწვეულია საქართველოში სახალხო მეურნეობის გეგმიური განვითარების მოშლითა და ცალკეული დარგების თვითდინებაზე მიშვებით.

1990 წლის საქართველოში ცხვრისა და თხის სულადობამ 1 მლნ 618 ათასი სული შეადგინა, ხოლო 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მხოლოდ 524000 სულიღაა იყო შემორჩენილი.

საქრთველოში, საერთოდ მეცხოველეობისა და კერძოდ, მეცხვარეობის აღორძინება-განვითარებისათვის აუცილებელია ყოველ რეგიონში (მიზანშეწონილებისა და შესაძლებლობების მიხედვით) ჩამოყალიბდეს მეძროხეობის, მეცხვარეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის ოპტიმალური სიდიდის საწარმოები და ფერმები, რომლებიც იფუნქციონირებენ, როგორც ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების რეპროდუქტორები.

ეს  საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ადგილობრივი ჯიშობრივი რესურსები და მათი გენოფონდი.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ქვეყანაში ზამთრის საძოვრის სიმცირემ აწი უნდა შეზღუდოს ცხვრის სულადობის ზღვრულ ოდენობამდე გაზრდა, რისთვისაც აქედანვე მეცხვარეობის ფერმერულ მეურნეობებში კურსი აღებული უნდა იქნეს მინდვრად ინტენსიურ საკვებწარმოებაზე და გამოზამთრების მთელი პერიოდისათვის ბაგაზე მისაცემი საკვების ლიმიტირებული დონით დამატებაზე.

მისასალმებელია ინიციატივა, დავით გარეჯის ტერიტორიაზე მოშენდეს ცხვარი. საქართველოში გვყავს ორი უნიკალური ჯიში_თუშური და იმერული. ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი და ქართული ნახევრადნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ჯიშები. ორივე ცხვრის მოშენება შესაძლებელია, მაგრამ თუ მომთაბარე შენახვის სისტემაა (ზაფხულში-მთაში, ზამთარში-ბარში) დაგეგმილი, მაშინ უნდა მოშენდეს მხოლოდ თუშური ჯიში.

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ტიპიური ზამთრის საძოვრებია, რაც აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში განლაგებულია და ბუნებრივი საკვები სავარგულების მცენარეული საფარი მოიცავს ძირითადად ნახევრადუდაბნოსა და მშრალი ველებისათვის დამახასიათებელ დაჯგუფებებს (ავშნიანი, ჩარანიანი, უროიან-ავშნიანი, ყარღანიანი, ეფემურ-ავშნიანი).

დავით გარეჯის ტერიტორია მოქცეულია საგარეჯოს რაიონში. საგარეჯოს ზამთრის საძოვრების მთავარი მასივები განლაგებულია ივრის ველზე და იორ-მტკვრის წყალგამყოფი ზეგანის ფარგლებში. კერძოდ, უდაბნოს, დავით გარეჯის, ნაცვალწყალის, ახაშენის, ჯანგირის და გველის წყაროს ტერიტორიებზე. ამ საძოვრების ტერიტორიის როგორც მაღლობი ადგილები, ისე დაბლობი ნაწილი აგებულია ზღვის ნალექი ქანებით, ძირითადად მატილის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით, რის გამოც ადვილად განიცდიან გამოფიტვას, დაშლას და ჩამორეცხვას, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ამ ტერიტორიებზე წყლის დიდი ნაკლებობაა, განსაკუთრებით ივრის ველზე და იორ-მტკვრის წყალგამყოფ ზეგანის ფარგლებში, სადაც განლაგებულია ზამთრის საძოვრების მთავარი მასივები. Aამ მასივებზე გამონაჟური წყაროები ცოტაა, მცირე დებეტით და უმეტესობა მარილიანია. ზოგიერთ ხევებში მიმდინარე წყაროს წყლები მთელი წლის განმავლობაში თითქმის არ შრება, მაგრამ მცირე დებეტის გამო არ ყოფნის საძოვრებზე მყოფ ცხოველებს. წყაროები თანაბრად არაა განლაგებული საძოვრების ტერიტორიაზე, რის გამოც პირუტყვის გადარეკვა ხდება დიდ მანძილზე. ასეთ შორ მანძილზე პირუტყვის ყოველდღიური მოძრაობა წინ და უკან, ისედაც ცხოველთა დიდი სიმჭიდროვის გამო გადაძოვებული და გადატკეპნილი ნიადაგი კიდევ უფრო იტკეპნება და მასში ჰაერაცია მცირდება, მცენარის ვეგეტაცია ფერხდება და ცხოველი ფეხით კიდევ დიდ ზიანს აყენებს ბალახეულის საფარს.

მას ხელს უწყობს აქაური კლიმატით_ზაფხულში მეტად მაღალი ტემპერატურა და ნალექების მცირე რაოდენობა (საშუალოდ წლიური ნალექი 265 მმ, ხოლო ივლის-აგვისტოში-40მმ). მდგომარეობას ართულებს აგრეთვე ხშირი ძლიერი ქარები, რომლის დროსაც ადგილი აქვს ნიადაგის ზედა, ჰუმუსიანი ფენის მოტაცებას და მისი ზედაპირის მოშიშვლებას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მცენარეულობის განვითარებას ნიადაგწარმოქმნის პროცესს. ხშირი, ძლიერი ქარებისაგან გამოწვეული ეროზიული პროცესები განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება გარეხა-უდაბნოს, ჯანგირის და ყარადუზის საძოვრების მასივებზე. იგი მნიშვნელოვნად აზიანებს არამარტო ბუნებრივ, არამედ მარცვლოვნების ახალ ნათესებსაც.

ზამთრის საძოვრებზე საჭიროა მოეწყოს სარწყულებლები, რათა ცხვარმა დიდ მანძილზე არ იაროს წყლისათვის. უმჯობესი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად მოეწყობა ქარსაცავი ზოლებიც. როგორც უკვე იყო აღნიშნული, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია ტიპიური ზამთრის საძოვრებია ცხვრისთვის.  ამ საძოვრებზე მოშენდეს ჩვენი აბორიგენული თუშური ჯიშის ცხვარი, რომელიც შეგუებულია როგორც ზამთრის მწირ საძოვრებს, ისე ზაფხულის ალპურ და სუბალპურ მაღალმთიან მასივებს.

თუ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდათ ცხვრის მოშენება, მაგრამ არ გააჩნიათ ზაფხულის საძოვრები მთაში, მაშინ უმჯობესია მოაშენონ იმერული ცხვარი, მგრამ აუცილებელია ამ ადგილებში მოეწყოს საჩდრდილობლები, რადგან ზაფხულში აქ ცხვარს სიცხე შეაწუხებს. იმერული ცხვრის მოშენება იმისათვისაა ამ შემთხვევაში უკეთესი, რომ იგი მრავალნაყოფიერია. მაგრამ მიზანშეწონილია ცხვრის მოშენება მოხდეს გეგმაზომიერად, ისე რომ საძოვრები არ გადაიტვირთოს. ამისათვის უნდა დადგინდეს როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის საძოვრების ფართობი, დადგინდეს საჰექტარო მოსავლიანობა და დაიგეგმოს 1 ჰა საძოვარზე ცხვრით დატვირთვის ნორმები.

საქართველოში საზაფხულო საძოვრების საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 30 ც-ია. საზაფხულო საძოვრებზე გავრცელებულია ისეთი ყუათიანი ბალახები, როგორიცაა მარცლოვნები და პარკოსნები და ყოველი 1კგ თივის ყუათიანობა 0,6-0,7 საკვები ერთეულია.

ზაფხულში სუბალპურ და ალპურ საძოვრებზე ცხვრის შენახვა შედარებით ადვილია, რადგან ჩვენი საძოვრები მოიცავს ისეთ მაღალყუათიან ბალახებს როგორიცაა სამყურა, იონჯა, შვრიის სხვადასხვა სახეობა, ტიმოთელა, ალპური თივაქასრა, სათითურა, განიერფოთლიანი ნამიკრეფია, ექსპარცეტი, კურდღლისფრჩხილა, ღიღილო, ბაბუაწვერა, ლომისკბილა, ფარსმანდუკი და სხვა.

რაც შეეხება საზამთრო საძოვრებს წარმოდგენილია დაბალყუათიანი ბალახებით. ამ საძოვრებზე ბალახნარის საჰექტარო მოსავლიანობა 2,5-3 ც-ია (გამხმარი მასა, რაც 7 ც მწვანე მასის ტოლია). 1 კგ. გამხმარი მასის ყუათიანობა 0,3-0,35 ს.ე.-ია. ყოველივე ეს მიუთითებს საძოვრების დაბალყუათიანობაზე და ცხვარი ვერ იკმაყოფილებს საკვებზე მოთხოვნილებას. ამიტომ თუ  საზაფხულო საძოვრებზე ცხვარს არ ესაჭიროება დამატებითი საკვები, ზამთრის საძოვრებზე კი პირიქით, საჭიროა ულუფების შედგენა, რათა ცხვარმა დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება საზრდო ნივთიერებებზე.

აკადემიკოსმა ა. კოზმანიშვილმა და დოცენტმა ვლ. შოშიაშვილმა გასული საუკუნის 80-იან წლებში ყოფილ უდაბნოს მეურნეობაში ჩაატარეს ერთობლივი ცდა თუშური ცხვრის საკვებზე დაკმაყოფილების შესახებ. ავტორებმა დაადგინეს, რომ ზამთრის საძოვრებზე თუშური ცხვარი საკვებზე მოთხოვნილებას იკმაყოფილებს მხოლოდ 35-36%-ით. სწორედ ამიტომ 1 ჰა ზამთრის საძოვრებზე ცხვრით დატვირთვის ნორმა უნდა შეადგენდეს 1 სულს და დამატებით საჭიროა კრიტიკულ თვეებში (იანვარი, თებერვალი) ვერძ-მწარმოებლებს მიეცეს 2 კგ თივა, 300 გრ კონცენტრატი (შვრია, ქერი, სიმინდი) 2 კგ სილოსი და სხვ. შესაბამისად ნერბებს 1,5 კგ თივა, 250 გრ კონცენტრატი 2 კგ სილოსი. მოზარდს 0,8კგ თივა, 150 გრ კონცენტრატი 1 კგ სილოსი.

კომუნისტური წყობის პერიოდში (1932-36წწ) თუშური ცხვარი ძლივს გადაურჩა გადაშენებას (დაგეგმილი იყო თუშური ცხვრის მეტიზაცია) და დავით გარეჯის ტერიტორიაზე ისეთი აბორიგენული ჯიშების მოშენება, როგორც თუშური ცხვარია, მეტად მამულიშვილური საქმეა, რადგან ამ ჯიშს ესაჭიროება დაცვა და მოფრთხილება.

გივი ბეღელური
სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5316 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB