მებოსტნეობა-კიტრის მორწყვა და ჯიშობრივი წმენდა

782 Views Comment Off

კიტრის სიმაღლემ ბოსტნებში 20-30 სანტიმეტრს მიაღწია და ყვავილობას იწყებს. როგორ მოვუაროთ ნათესს რომ მეტი მოსავალი მივიღოთ

კიტრი ტენის მოყვარული კულტურაა. იგი მოითხოვს როგორც ნიადაგის, ასევე შეფარდებითი ტენის დიდ რაოდენობას. კიტრი კვლებში უნდა მოირწყას 6-8-ჯერ.

პირველი მორწყვა საჭიროა თესვამდე, ან თსვის შემდეგ ჩატარდეს. მეორე — მასობრივად აღმოცენების შემდეგ, შემდეგი მორწყვები კი, 8-10 დღის ინტერვალით, ვეგეტაციის პერიოდის დასრულებამდე, რათა ნიადაგში ტენი არ დაეცეს ზღვრული ტენტევადობის 70-65 პროცენტზე ქვემოთ. 

ყვავიობისა და გამონასკვის დროს სათესლეების წყლისადმი მოთხოვნილება იზრდება, ამიტომ ამ ფაზაში მცენარეები ყველაზე მეტად უნდა უზრუნველყოთ წყლით. ჯიშიან სათსლე ნაკვეთებზე, საჭიროა ჩატარდეს ჯიშური წმენდა.

პირველ გაწმენდას ვატარებთ მასობრივი მდედრობითი ყვავილობისა და გამონასკვის პერიოდში. ვაცილებთ ყველა მანკიან, დაავადებულ, სუსტად განვითარებულ, ყვავილობაში გვიან შესულ, ნაკლებ მოსავლიან (რომელსაც მდედრობითი ყვავილები ცოტა აქვს გამოყვანილი) და ძირითადი ჯისებისაგან განსხვავებულ მცენარეებს. 

მეორე ჯიშური წმენდა ტარდება ნაყოფების მასობრივი განვითარებისა და ერთეული სათესლეების მომწიფების დასაწყისში. ამ დროს მთავარი ყურადება უნდა მიექცეს მწვანე ნაყოფის ფორმას, ფერს, ზედაპირის შეფერვის ხარისხს და ტიპს.

ჯიშისგან განსხვავებული ყველა მცენარე ნაყოფიანად ითხრება. ამდენად სათესლედ რჩება კარგად განვითარებული და ტიპობრივი ფორმის მწვანე ნაყოფი. დანარჩენ ნაყოფს ვიყენებთ საკვებად. 

მასობრივი მწვანე ნაყოფების ფორმირებისა და ერთეული სათესლე ნაყოფების მომწიფების დასაწყისში, სათსლე ნაკვეთზე უნდა ჩატარდეს აპრობაცია.

მესამე ჯიშური წმენდა საჭიროების მიხედვით ტარდება. 

სათესლეების გამორჩევა

კიტრის თითოეულ ბუჩქზე სათესლეებად ვარჩევთ ტიპობრივი ფორმისა და სიდიდის 4-5 ნაყოფს. სათესლე კიტრი, სხვადასხვა დროს შემოდის, ამიტომ მას რამდენჯერმე ან ერთდროულად ვიღებთ. 

თუ მოკრეფილი სათესლე ნაყოფი კარგი შემოსულია, მას მაშინვე ვჭრით და ვიღებთ თესლს თუ არა ვტოვებთ მომწიფებამდე გარკვეული დროით ისე, რომ ნაყოფი ლპობამდე არ მივიდეს.

თესლი ხელით გამორჩევისას ნაყოფის სიგრძეზე ვჭრით, ორივე ნახევრიდან თესლს კოვზით ან თითით ვაცლით და ვყრით ხის ჭურჭელში დასადუღებლად.

დადუღების მესამე დღეს თესლს კარგად მოვურევთ, მოვაცილებთ თავზე მომდგარ თესლს , გავრეცხავთ 5-6-ჯერ, გადავწურავთ ცხრილში და გადავიტანთ საშრობ ქაღალდზე .

თესლს ვაშრობთ ჩრდილში ან მზეზე, გაშრობისას საჭიროა არევა, რომ თესლი თანაბრად და დროზე გაშრეს, კიტრის ნაყოფიდან თესლის გამოსავალია 0,7 – 1,0 პროცენტი.

გაშრობის შემდეგ თესლი უნდა განიავდეს და გაიწმინდოს ხელით. განიავებული და დახარისხებული თესლი უნდა მოთავსდეს ტომრებში სათანადო წარწერით.

მეურნე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB