ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიში

30 Views Comment Off

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის კერძო სექტორსა და მედიას 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.

გიორგი ჩოგოვაძემ დეტალურად ისაუბრა 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. ,,წარმატებულად ვაფასებთ განვლილ 2016 წელს და ამას პირველ რიგში რეკორდული ოფიციალური სტატისტიკა და მონაცემები ადასტურებს.

წელს პირველად საქართველომ ორ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და ასევე პირველად — შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმდჯომარე.

2016 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 6,350,825 შეადგინა, რაც 449,731-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +7.6%).

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,714,773 შეადგინა, რაც 432,802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა +19%).

მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა რომელიც სწორედ ტურისტების მოზიდვისკენ იყო ორიენტირებული. მათ შორის, ზაფხულისა და ზამთრის აქტიური მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველომ საერთაშორისო მედიის 600 მდე წარმომადგენელს უმასპინძლა, რომლებმაც მოამზადეს სიუჟეტები, გადაცემები, დოკუმენტური ფილმები, სტატიები და ბლოგები ქვეყნის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.

რაც შეეხება სხვა პროექტებსა და ღონისძიებებს, 2016 წელს საქართველომ უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ღვინის კონფერენციას, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ჩაატარა. ხაზგასასმელია, რომ ამ ტიპის კონფერენცია პირველად ჩატარდა და ისიც საქართველოში. კონფერენციას 250 ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.

გარდა ამისა, 2016 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ სრულად ადაპტირდა მცხეთა შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთათვის, ისტორიულ ძეგლებთან დამონტაჟდა პანდუსები, მოეწყო ინფრასტრუქტურა უსინათლოებისთვის.

გაგრძელდა პროექტები, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარების უწყობს ხელს, მათ შორის კამპანია ,,გაიცანი საქართველო“.

2016 წელს ტურიზმის ადმინისტრაციის ფარგლებში ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, რომლის მიზანიც საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობაა.

2016 წლის ანგარიშის წარდგენას ტურისტული, ავიაკომპანიებისა და სასტუმროების 200 მდე წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის კრებულის პრეზენტაციაც მოხდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB