ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს

39 Views

ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 514 ტონა ვაშლი, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ვაშლის ექსპორტი წელს, ძირითადად რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციულ ბაზრებზე ექსპორტირდა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ვაშლის ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკის, სინგაპურის და ჰონკონგის მიმართულებით განხორციელდა.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (2431.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (75. ტონა), სომხეთის რესპუბლიკა( 6.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0.3 ტონა)

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 370 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 1 098 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB