სოფელ ზედა ეწერში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

211 Views

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, — ხილის საწარმო — „გემუანი“ გაიხსნა.

საწარმოში, რომელიც წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული.

ახალი საწარმოში შრობის ინოვაციურ ტექნოლოგიას, ე.წ სუბლიმირებული შრობის მეთოდის გამოიყენებენ. ამ ტექნოლოგიით გამომშრალი ნებისმიერი პროდუქტი ინარჩუნებს ვიტამინების 98%-ს, ფერს, გემოს და არომატს.

პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე — საექსპორტო ბაზრებზე. საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის.

კომპანია, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია.

საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი — შეღავათიანი აგროკრედიტი.

კომპანია, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის — ISO:22000-ს აღებას გეგმავს.

საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

დღემდე, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი და გაფართოვდა 36 საწარმო, რომელთა სრული ინვესტიციის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარამდეა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
538 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB