შვეიცარიის დახმარება საქართველოს სოფლის მეურნეობას

473 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლუკას ბეგლინგერს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტები გააცნო და დარგის განვითარებაში შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე, ასევე, მაღალმთიან ალპურ ზონებში მესაქონლეობის დარგის კოოპერაციული განვითარების პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მნიშვნელობასაც და ამ მიმართულებით შვეიცარიის მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხებს.

ელჩის განცხადებით, შვეიცარია უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 5 მილიონი ფრანკის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს საქართველოს და თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც საგანმანათლებლო ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB