პური უფასოდ – თაროები გაჭირვებული მოქალაქეებისთვის

პური

კიევის მაღაზიებში, გაჭირვებული მოქალაქეებისთვის უფასი პურის თაროები (სტელაჟები) დადგეს. უფასო პურის თაროები სოციალურ სოლიდარობაზეა დაფუძნებული.

ამ ინიციატივის ფარგლებში, თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ყიდულებთ პურს და დებთ თაროზე, ხოლო მას ვისაც არა აქვს შეძენის საშუალება, უფასოდ იღებს პურს.

ერთ-ერთ მაღაზიაში, თაროზე განთავსებულია განცხადება, რომელიც მოუწოდებს პენსიონერებს არ მოერიდოთ პურის აღება.

კიევში, ამ ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია, ზოგი თვლის, რომ ეს კეთილშობილური წამოწყებაა, აპურებს ღარიბ მოსახლეობას, ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის სოლიდარობას, ზოგისთვის კი ეს დამამცირებელია.

თქვენ რას იტყვით?

თქვენი რეკლამა