უკარაინელ ფერმერთა აქცია მიწების გაყიდვის წინააღმდეგ

მორატორიუმი

15 თებერვალს, უკრაინის ყველა რეგიონის ფერმერები, სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვის მორატორიუმის მოხსნის გამო, საყოველთაო, საპროტესტო აქციას გამართავენ.

უკრაინის ფერმერთა და კერძო მიწათმფლობელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ივან ტომიჩის სიტყვებით, საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა „უკრაინის მშობლიური მიწის დაცვის კომიტეტის“ მიერ, რომელშიც ფერმერთა ასოციაციის გარდა, კიდევ 28 საზოგადოებრივი ორგანიზაციაა გაერთიანებული.

„კომიტეტმა შეიმუშავა მოთხოვნები მკაფიო გეგმა, იმის შესახებ თუ რა არის გასაკეთებელი მიწის ბაზარზე გასვლისთვის, ისე რომ ამან სარგებლობა მოუტანოს უკრაინის მოქალაქეებს, მისცეს მათ განვითარების და არა განადგურების იმპულსი.

გეგმა შემუშავდა 24 იანვარს და გადაეგზავნა უმაღლეს რადას და მინისტრთა კაბინეტს. გეგმის პირველი პუნქტი, მორატორიუმის 4 წლით გაგრძელებას, მოლაპარაკებებს და მიწის საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივ მოქმედებას ითვალისწინებს.

მაგრამ, აგრარიკოსთა მოთხოვნები ხელსიუფლებამ არ გაითვალისწინა, ამიტომ კომიტეტის წევრები იძულებული არიან, კანონმდებლობის გათვალსიწინებით, უკრაინის ყველა რეგიონში საპროტესტო აქცია გამართონ“,-განაცხადა ივან ტომიჩმა.

საპროტესტო აქციის ფარგლებში, ფერმერები მოითხოვენ მორატორიუმის 4 წლით გაგრძელებას, მცირე და საშუალო სასოფლო სამეურნეო მწარმოებლებისთვის ძველი დაბეგვრის პოლიტიკის (მოქმედებდა 2015 წლის 1 იანვრამდე) დაბრუნებას და მრგვალ მაგიდას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

თქვენი რეკლამა