ქართული ღვინოების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები კრაკოვში

42 Views Comment Off

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „EnoExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა: „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მარანული“, „ნაღდი მარანი“ და „ქიმერიონი“.

გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ესენია:

კომპანია „გოცას ღვინოები“, „თავკვერი 2014“ — ბრინჯაო;

კომპანია „თელავის ღვინის მარანი“: „Reserve 2007 — ვერცხლი”; „კონდოლის ვენახები სამი“ — 2012 — ვერცხლი; „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ — ვერცხლი.

სამდღიანი გამოფენის ბოლო დღეს გაიმართა ქართული ღვინისა და სამზარეულოს შეხამება, იქვე გამოცხვა ხაჭაპური, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს მიეცათ.

გამოფენაზე ღვინის კომპანიებმა საქმიანი მოლაპარაკებები გამართეს ადგილობრივ იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან. მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარებზე.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB