პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ყავის საწარმო გაიხსნა

129 Views Comment Off

თბილისში, სახელწმიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ყავის ახალი საწარმო ,,მონდო“ გაიხსნა.

ყავა „მონდო“-ს წარმოების მთლიანი პროცესი ავტომატიზირებულია, მისი რეცეპტებისა და არომატის მიღებაში იტალიური ყავის ორი უმსხვილესი ლაბორატორიაა ჩართული.

კომპანიის მიზანი საცალო სექტორის ათვისებაა, თუმცა შპს „ბბ კომპანი“ მომავალში პროდუქციის  ასორტიმენტის გაზრდას და საქართველოს ბაზრის გარდა ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიაში 15 ადამიანი დასაქმდება.

,,დღესდღეობით საშუალება გვაქვს, რომ გამოვუშვათ რამდენიმე დასახელების ყავა. ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილი ვართ ,,მონდოს“ ბრენდით. მიმდინარეობს გაფართოება უკვე სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ჰორეკას სეგმენტი. ეს საქართველოში პირველი, პროფესიული და კვალიფიციური ესპრესო ტექნოლოგიით ყავის წარმოებაა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპულ, იტალიურ ყავებს,-‘’განაცხადა BB Company-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პელანგიამ.

BB Company ძირითადი საქმიანობა საქართველოში იტალიური ყავის და პროფესიული სამზარეულო/ბარის იმპორტს უკავშირდება. საქართველოში ყავის მოხმარების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით კომპანიამ 2017 წელს ყავის საკუთარი საწარმო გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

შპს. „ბბ კომპანი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 320 000 ლარს შეადგენს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2557 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB