კახეთში ნარჩენების დახარისხება დაიწყეს

117 Views

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც თელავში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამინისტროს ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირება (დახარისხება) დაიწყო.

მუნიცპალიტეტის 5 სოფელში – წინანდალში, ქვემო ხოდაშენში, ბუშეტში, ვანთასა და აკურაში, ნარჩენების დახარისხებისთვის განკუთვნილი სპეციალური ურნები დაიდგა, სადაც მოხდება პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების გამოცალკევება.

სეპარირებული ნარჩენები განთავსებული იქნება შესაბამის საწყობში და შემდგომ მათი გატანა და გადამუშავება მოხდება კერძო სექტორის მიერ.

საპილოტე სეპარირების პროექტი USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელი”(CENN) ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ორ სამიზნე რეგიონში: კახეთსა და აჭარაში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების, ადგილობრივი ბიზნესის, თემებისა და მუნიციპალიტეტების დახმარებას, ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაში.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB