2027 წელს ყაზახეთში სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის „კოლჯატის მშრალი პორტი“ (Kolzhat Dry Port) ამოქმედება იგეგმება.
2027 წლის ბოლოსთვის ყაზახეთში ახალი მშრალი პორტის აშენებას გეგმავენ. ალმაათის რეგიონში, 8,5 ათას ჰექტარზე, საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბი „კოლჟატის მშრალი პორტი“ მშენებლობა განხორციელდება, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სრულ ციკლს.
აღნიშნულია, რომ პორტი 2024-2027 წლებში ორ ეტაპად აშენდება. ღირებულება არ გამოცხადებულა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება საწყობების, საბროკერო, სატრანსპორტო, საქონლის საექსპორტო და სხვა მხარდაჭერის სერვისცენტრების შექმნა.
პროექტი განხორციელდება ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და კოლჟატის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის მიზნით.
სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპლექსის „მშრალი პორტი“ აშენება კოსტანის რაიონშიც იგეგმება.
წყარო: LS