იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა

1431 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და გაშენებული ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები შეაფასეს.

ღონისძიებას, რომლის მიზანი რეგიონებისთვის პერსპექტიული ჯიშის გამოვლენა იყო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდნენ.

„მეწარმეებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან მათ სორტიმენტში იყოს ჯიშური მრავალფეროვნება, აუცილებელია შერჩეული ჯიშები გააშენონ. შერჩეულ ჯიშებს მეტი შესაძლებლობა აქვთ და, შესაბამისად, წარმოებულ ღვინოს მეტი პერსპექტივა დაიკავოს ადგილი, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე“, — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტების მიერ ქართლის, კახეთის და მესხეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჯიშებისგან დაწურული 23 სახეობის ღვინო შეფასდა და საუკეთესოები გამოვლინდა. სულ წარდგენილი იყო 14 თეთრი და 9 წითელი სახეობის ღვინო.

ღვინოები შეფასდა შემდეგი პარამეტრებით: შეფერილობის ინტენსივობა(ღია-მუქი), ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლორტები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეში და ალკოჰოლის შეგრძნება. საბოლოო შეფასებაში გათვალისწინებული იყო ჯიშის მოსავლიანობის პარამეტრიც.

ყველაზე მაღალი შეფასება თეთრი ღვინოებიდან მიიღეს:

  • კახური მცვივანი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 14.2 ტონა);
  • ჯვარი (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 5.3 ტონა);
  • მხარგრძელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 10.8 ტონა);

ყველაზე მაღალი შეფასება წითელი ღვინოებიდან:

  • ახმეტის წითელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა);
  • სრელური (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 24.3 ტონა);
  • სიმონასეული (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა).

„სამეცნიერო-კვლევით ცენტრში უძველესი ქართული ჯიშების როგორც მოძიებისა და აღდგენის პროცესი, ასევე მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების სამეცნიერო დონეზე შესწავლა მიმდინარეობს.

ჯიშური მრავლფეროვნება არის ქართული მევენახეობის და მეღვინეობის მომავალი, სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა მათ მოძიებას და შესწავლას“, — აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB