იაპონიაში, იამაკურას წყალსაცავში (ტიბას პრეფექტურა), მსოფლიოში უდიდეს 13.7 მვტ. სიმძლავრის მცურავ მზის ელექტროსადგურს ააშენებენ.
მცურავი მზის ელექტოსადგურის ასაგებად, კომპანიებმა Tokyo Leasing Corporation და Kyocera Corporation, ერთობლივი საწარმო Kyocera TCL Solar LLC შექმნეს, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის მარტშია დაგეგმილი.
ამ მზის სადგურის გამომუშავებელი ენერგია, წლის განმავლობაში დაახლოებით 5000 სახლს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით, რაზეც ამჟამად რამდენიმე ათასი ბარელი ნავთობი იხარჯება, ეს კი ქვეყანას საგრძნობ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.
დღეისთვის წყალზე მზის ენერგეტიკას, მსოფლიოში სამი ქვეყანა იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი ავითარებს აქტიურად.