ჰიდროპონიკის ჯეჯილის საწარმო ქუთაისში

ჰიდროპონიკა

ახალგაზრდა მეწარმე შალვა ლაღაძე, მესაქონლეობაში ჰიდროპონიკის ტექნოლოგიას იყენებს და დაინტერესების შემთხვევაში, სხვა ფერმერებსაც მოუწყობს ასეთი ტიპის საწარმოს.

ქალაქ ქუთაისში, სულ ახლახანს გაიხსნა ჰიდროპონიკის ჯეჯილის საწარმო: შ.პ.ს ჯეჯილი 365. პროექტ YES Georgia-ს და მისო „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში, შალვა ლაღაძემ დაფინანსება მოიპოვა და საკუთარი ბიზნესი დაიწყო.

ის მიიჩნევს რომ ჰიდროპონიკის ჯეჯილის გამოყენება არის საქართველოში მეცხოველეობის განვითარების მომავალი. ეს სისტემა საკმაოდ გავრცელებულია საზღვარგარეთ და შალვამაც, ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გამოიყენა.

მისი საქმიანობა აგრთვე მოიცავს დაინტერესებული ფერმერებისთვის, ასეთივე ტიპის საწარმოს მოწყობას, მათთვის ხელსაყრელ ადგილზე. დანახარჯი კი მინიმუმ 3 ჯერ ნაკლებია ვიდრე მზა კონტეინერის ჩამოტანის შემთხვევაში.

ჰიდროპონიკა

მეცხოველეობით დაკავებული ფერმერის წარმატება, მის მიერ წარმოებული რძისა და ხორცის ხარისხით განისაზღვრება. ამ მხრივ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია პირუტყვი სრულფასოვნად იკვებებოდეს. ეს კი საქართველოს პირობებში რთულად მისაღწევია და უკავშირდება მთაგორიან რელიეფს, საძოვრების სიმცირეს, სიშორეს და დაბალ კვებით ღირებულებას.

ჰიდროპონიკის ჯეჯილის საწარმო კი,  ამ ყველაფრის წარმატებით დაძლევაში დაგეხმარებათ. მისი საშუალებით პირუტყვის გამოკვება, გაცილებით მარტივი და კომერციულად მომგებიანია. ჩვენ ვიყენებთ ჰიდროფონიკის მეთოდს, რაც გულისხმობს მარცვლეულისგან მიღებული  ჯეჯილის ინტენსიურ წარმოებას  მიწის გარეშე (მხოლოდ წყალზე).

ჰიდროპონიკა

აღნიშნული მეთოდით მიღებული საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს მერძეული ფურისათვის საჭირო აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს (საკვებ ერთეულს, მონელებად პროტეინს, კაროტინს, კალციუმსა და ფოსფორს). ჯანსაღი საკვების დამზადება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

ჰიდროპონიკის სისტემით მოყვანილ მწვანე საკვებს, შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს თივა, ნამჯა სილოსი და სენაჟი. მერძეული პირუტყვის მწვანე მასით კვება კი უხეში საკვებით კვებასთან შედარებით იაფი ჯდება, რძის გამოსავლიანობა კი 30 %-ით იზრდება.

ზამთარ-ზაფხულ მწვანე, წვნიანი საკვებით კვების საშუალება – ზრდის წველადობას 30%-ით, ზრდის წონას, ზრდის რძის ცხიმიანობას, საქონელი არ შრება  ზამთარში, აუმჯობესებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ბეწვის მდგომარეობას, იზრდება განაყოფიერების  მაჩვენებელი, ხდება მიწის ეფექტური გამოყენება, მცირდება  ფერმერის  დატვირთვა, მცირდება წარმოების ჯაჭვი, არ გამოიყენება პესტიციდები, საკვები მასა არის ბიოლოგიურად სუფთა, მცირდება მავნე გაზის-მეთანის გამოყოფა.

ჰიდროპონიკა

ამ სისტემის ინოვაციურობა გამოიხატება იმაში, რომ 50 კვადრატულ მეტრ  შენობაში, ყოველდღიურად შესაძლებელია 400კგ  ეკოლოგიურად სუფთა მწვანე მასის მიღება, რაც თითქმის იმდენივეა წელიწადში, რამდენიც ბუნებრივ პირობებში 20 ჰექტარ საძოვარზე მოიპოვება.

უნიკალური საშუალება მცირემიწიანი ფერმერებისთვის, და მათთვის ვინც აპირებს მეცხოველეობის ფერმის გაფართოებას და განვითარებას.

ჰიდროპონიკა

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 598314530 (შალვა ლაღაძე)
FB: https://www.facebook.com/sh.lagadze
e-mail: shalvalagadze@gmail.com

მისამართი: ქუთაისი, ვაჟა-ფშაველას მე-4 შესახვევი N 22
შ.პ.ს ჯეჯილი 365

თქვენი რეკლამა