იაპონია სოფლის მეურნეობაში უცხოელებს დაასაქმებს

406 Views

იაპონიის ხელისუფლებამ, ზოგიერთ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, კვალიფიციური უცხოელი მუშა-მოსამსახურეების დასაქმების ნებართვა გასცა.

ამით იაპონელები ცდილობენ, ამ სექტორში საკუთარი სპეციალისტების დეფიციტის აღმოფრხვას.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში, სოფლის მეურნეობის სექტორში უცხოელები დავასაქმოთ“,-განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინდძო აბემ (Shinzo Abe).

მოსალოდნელია, რომ ვაკანსიების რაოდენობა შეზღუდული იქნება, პრეტენდენტებს უნდა ჰქონდეთ დარგობრივი უმაღლესი განათლება, ამასთან მათ იაპონური ენის ცოდნა მოეთხოვებათ.

2015 წლის მონაცემებით, 2 მლნ. 100 ათასი იაპონელისთვის სოფლის მეურნეობა ძირითადი საქმიანობაა, მაგრამ მათი უმეტოსობა (63.5%) 65 ან უფრო მეტი წლისაა.

67Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB