ჩინელმა მკვლევარებმა, ქვიშისგან ნაყოფიერი ნიადაგი სამრეწველო წარმოების მეთოდს მიაგნეს, იტყობინება china.org.cn. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგია არატოქსიკური და იაფია.
აღნიშნული ტექნოლოგიის მიხედვით, ქვიშას უმატებენ სპეციალური შემადგენლობის ნივთიერებას, რომელიც მიღებულია ხის მერქნის უჯრედისისგან (ცელულოზა-მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი ნივთიერება). ხის მერქნის უჯრედისის დახმარებით, ქვიშა ინარჩუნებს წყალს, ჰაერს და საკვებ ნივთიერებებს.
ხელოვნურად მიღებული ნაყოფიერი ნიადაგის გამოცდამ, რომელიც ქ. ჩუნცინში მიმდინარეობდა აჩვენა, რომ კულტურების გაშენებისთვის ეს ნიადაგი, იმავე რაოდენობის წყალს მოითხოვს როგორც ჩვეულებრივი გრუნტი. ამასთან უზრუნველყოფს უფრო მაღალ მოსავლიანობას და სჭირდება ნაკლები სასუქი.
ერთი ჰექტარი ნაკვეთის, ხელოვნური ნიადაგით დაფარვა დაახლოებით 3-6 ათასი დოლარი ჯდება, ღირებულება დამოკიდებულია გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებზე.
ჩინელი მეცნიერების თქმით ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩინეთი გადაწყვეტს გაუდაბნოების პრობლემას, მიწის რესურსების სამინისტროს მონაცემებით რეაბილიტაცია სჭირდება 2.6 მლნ კმ2-ს (ჩინეთის მთელი ტერიტორიის 27.4%).
2020 წლისთვის ჩინეთი გეგმავს 20 მლნ ჰექტარი მიწის რეანიმაციას.