აგროპროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა

1613 Views Comment Off

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში — „დანერგე მომავალი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას ითვალისწინებს.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ფერმერებს საშუალება ექნებათ გააშენონ მაყვლისა და ჟოლოს კულტურები საქართველოს ყველა რეგიონში. ამავდროულად, პროექტს დაემატა კომშის გაშენების შესაძლებლობა კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმი — ქვემო სვანეთში.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს პროექტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და უკვე 1 500 ჰა-ზე მეტი ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღი მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებულია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ტიპის მებაღეობის განვითარებას გულისხმობს.

აღნიშნული კულტურების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს, ვინც აგროპროექტ „დანერგე მომავალში“ ჩაერთვებიან, სახელმწიფო ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის ღირებულების 50% -ს დაუფინანსებს.

აგროპროექტი „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში გაშენდა/შენდება 2044-ჰა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 9,767,644 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

ბაღის გაშენების შემთხვევაში — ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში — მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

სრული ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზით (15 01) ისარგებლონ.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, apma.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB