პარაზიტების საწინააღმდეგოდ პირუტყვის სეზონური დამუშავება დაიწყო

79 Views

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ცხოველების სეზონურ საძოვრებზე გადარეკვასთან დაკავშირებით, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე (ბიოუსაფრთხოების პუნქტი) გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება დაიწყო.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ ბიოუსაფრთხოების ექვსი პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია როგორც წვრილფეხა, ასევე მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება და მათი კლინიკური შემოწმება.

აღნიშნულ მომსახურებას სახელმწიფო ფერმერებს უსასყიდლოდ სთავაზობს. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.

გატარებული ღონისძიებების მიზანია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გადატანა-გავრცელებისაგან.

ბიოუსაფრთხოება

ბიოუსაფრთხოების პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი.

ბიოუსაფრთხოება

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB