ტექნოლოგიური ჭურჭელი-როგორ შევინახოთ ღვინო მუხის კასრში

164 Views Comment Off

მიუხედავად იმისა რომ ქვევრის ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მაინც აქტუალურია ღვინის შენახვის ქვევრისგან განსხვავებული მეთოდები. ბევრი ჩვენგანი ქალაქში ცხოვრობს, ყიდულობს ყურძენს და წურავს ღვინოს, რომელსაც სარდაფში აბინავებს, სასოფლო დასახლებებშიც ბევრი ფერმერი მრავალფეროვნებისთვის იყენებს-ღვინის მუხის კასრში შენახვის წესს.

მუხის კასრში შენახულ ღვინოს განსაკუთრებული გემო და ხარისხობრივი თვისებები აქვს. მუხის კასრი მხოლოდ ჭურჭელი არ არის, იგი ღვინის დავარგებაშიც მონაწილეობს, აუმჯობესებს გემოს და აძლევს მეტ სიმტკიცეს. ამიტომ მუხის კასრს მართებულად უწოდებენ ტექნოლოგიურ ჭურჭელს.

ადრე, ზოგიერთ ქვეყანაში, მუხის მასალის ნაკლებობის გამო, კასრს წაბლის, წიფლის, თუთის, აკაციის, ნაძვისა და სხვ. ჯიშის ხის მასალისგანაც ამზადებდნენ, მაგრამ ასეთი კასრი ხარისხით მუხისას ბევრად ჩამოუვარდება.

საფეხურები

1. მუხის კასრის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია — მუხის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. კასრისათვის მუხა უნდა შეირჩეს ფორიანი სტრუქტურის, აგრეთვე, პოლიფენოლებისა და არომატული ნივთიერებების შემცველობის მიხედვით. ამ მაჩვენებლებზე კი გავლენას ახდენს მუხის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ნიადაგის ტიპი, კლიმატი, ტყის სიხშირე და სხვ.

2. კასრის დასამზადებლად განკუთვნილ მუხის მასალას ღია ცის ქვეშ დაახლოებით 2 წელი აჩერებენ: იგი შრება, კარგავს არასასიამოვნო მწარე გემოს და იძენს შესანიშნავ სურნელს. შესაძლებელია მუხის მასალის ფარდულში გაშრობაც. ღვინის კასრის შეღებვა დასაშვებია (საღებავი ავსებს ფორებს და ზღუდავს მათში ჟანგბადის მოძრაობას, რაც აუცილებელი პირობაა ღვინის დავარგებისთვის), მაგრამ გასათვალისწინებელია საღებავის ხარისხი (იგი არ უნდა გახდეს ღვინის ქიმიური ან სხვ. სახის დაბინძურების წყარო), მით უმეტეს თუ თქვენ ბიოღვინოს აწარმოებთ.

3. ცარიელ კასრებს მშრალ ადგილას (არა ღია ცის ქვეშ) ინახავენ. ტენიან ადგილას კასრის შიდა ზედაპირზე შესაძლოა ობი გაჩნდეს, ხოლო ღია ცის ქვეშ კასრი ზედმეტად გამოშრეს და დაიშალოს. ცარიელ კასრში პერიოდულად ახრჩოლებენ გოგირდს (თვე-თვენახევარში ერთხელ), რის შემდეგაც კასრს აუცილებლად უკეთებენ საცობს.

4. არსებობს კასრების შენახვის ე.წ. ‘სველი — მეთოდიც: კასრში ასხამენ წყალს და უმატებენ გოგირდის ანჰიდრიდს (100 მლ/ლ) და ღვინის მჟავას ან ლიმონმჟავას. გასათვალისწინებელია, რომ კასრების გამოსარეცხად გამოყენებულ წყალს უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის ხარისხი.

5. მარანსა და სარდაფში ღვინით სავსე კასრები სპეციალურ ძელებზე ეწყობა. პირდაპირ მიწაზე კასრის დადგმა არ შეიძლება, ვინაიდან კასრი მალე ფუჭდება და ღვინომ შეიძლება რაიმე გარეშე ტონი შეიძინოს. დაუშვებელია მარანსა ან სარდაფში, სადაც ღვინით სავსე კასრები ინახება, მკვეთრი სუნის მქონე პროდუქტის ან რაიმე საგნების თუნდაც მცირე დროით შენახვა. კასრის გარე ზედაპირი რომ არ გამოშრეს და ღვინომ ჟონვა არ დაიწყოს, ან, ზედმეტი ტენის გამო, ტენმა ღვინოში რომ არ შეაღწიოს, აუცილებელია სარდაფში ან მარანში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა იყოს 80 %, ჰაერის ტემპერატურა კი 10-15 oC.

6. ღვინის შესანახი ხის ჭურჭელი ძნელი მოსავლელია, შრომატევადია და მოითხოვს ზედმიწევნით ცოდნასა და გამოცდილებას, რის გამო, ბევრმა მეღვინემ მის გამოყენებაზე უარი თქვა. თუმცა ასეთ ჭურჭელში დაყენებული და შენახული ღვინის განსაკუთრებული ხარისხის გამო, ხის კასრების გამოყენების პრაქტიკა თანამედროვე მეღვინეობაში სულ უფრო ფართოვდება.

ირაკლი კვერნაძე
rogor.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB