მსოფლიოში ნატურალური რძის ფასი დიდი ხნის განმავლობაში ეცემოდა, მერძევეობის დარგში აშკარა კრიზისი შეიქმნა, საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირი ფულს უხდიდა ფერმერებს, თუ ისინი რძის წარმოებას შეზღუდავდნენ.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე ბევრმა ფერმერმა შეამცირა რძის წარმოება.
ამ ფონზე მართლაც გამოირჩევა ირლანდიელი ფერმერი ჯეისონ ბარბერი, რომელმაც რძის კრიზისიდან გამოსვლის – მართლაც რომ შემოქმედებით მეთოდს მიაგნო, მან ძროხის რძისგან არყის წარმოება დაიწყო.
ჯეისონ ბარბერს 250 ძროხა ჰყავს. მისი თქმით არაყს მხოლოდ საკუთარი ფერმის რძისგან აწარმოებს, ფერმერი რა თქმა უნდა არ ამხელს ტექნოლოგიური პროცესის საიდუმლოს.
ძროხის რძისგან ნაწარმოებ არაყს Black Cow ჰქვია, მან უკვე მიიღო მონაწილეობა სან-ფრანცისკოს პრესტიჟულ გამოფენაში.
რძის არაყი ფასი საარაკოა:
- 0,7 ლ. ბოთლი 28 (GBP) ფუნტი სტერლინგი ღირს;
- 0,5 ლ. ბოთლი 25 (GBP) ფუნტი სტერლინგი ღირს;
25 ფუნტის გადახდა მოგიწევთ, თუ საწარმოში ვიზიტი გსურთ.
მწარმოებლის საიტი: blackcow.co.uk